ზაალ ჩაჩავა "ტორპედოს" ბაზასა და სტადიონზე: ჩინელებს სავარაუდოდ რაღაც გეგმა ექნებათ

ზაალ ჩაჩავა "ტორპედოს" ბაზასა და სტადიონზე: ჩინელებს სავარაუდოდ რაღაც გეგმა ექნებათ

ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტი, ზაალ ჩაჩავა აცხადებს, რომ ჩინელ ინვესტორებთან მოლაპარაკებები წლის ბოლოს დასრულდება და ზამთარში, გუნდში ახალი ინვესტიციები განხორციელდება. როგორც ცნობილია, ჩინელებს კლუბის ბაზისა და რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის საკუთრებაში გადაცემა სურთ, სანაცვლოდ კი ახალი ბაზისა და სტადიონის აშენებას გეგმავენ. "აიპრესის" ინფორმაციით, ჩინელებს ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების აშენება სურთ. "ტორპედოს" პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ მისთვის ყველა გეგმა ცნობილია, თუმცა ამაზე ახლა ლაპარაკი ადრეა, რადგან ჯერ ქალაქში უნდა გამოიძებნოს იმხელა მიწა, სადაც ამხელა ინფრასტრუქტურის მოწყობა იქნება შესაძლებელი. ჩაჩავას საპირისპიროდ, ქუთაისის მერია, რომლის ბალანსზეც არის "ტორპედოს" ბაზა და ქუთაისის ცენტრალური სტადიონი, კატეგორიულად უარჰყოფს ჩინელებთან რაიმე სახის მოლაპარაკებას და აცხადებს, რომ ეს მომავალშიც არ არის დაგეგმილი. "აიპრესის" შეკითხვებს ზაალ ჩაჩავა პასუხობს.

- ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ბაზითა და რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის შეძენით ჩინელი ინვესტორები იყვნენ დაინტერესებული. ჩვენი ინფორმაციით, ჩინურ მხარეს კლუბმა ფინანსური დოკუმენტაცია და აუდიტის დასკვნაც გაუგზავნა. რა სტადიაზეა მათთან მოლაპარაკებები?

- იცით რა არის, ვმუშაობთ, პროცესი ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ აუდიტზე არ ვიცი, ინფორმაცია ვინ მოგაწოდათ, მთელი დოკუმენტაციაა გაგზავნილი. გეტყვით, ბევრი საბუთი და დეტალია, მაგრამ ვჯერდებით. ცოტა დრო დაგვრჩა, რომ თითქმის დავასრულოთ ეს პროცესი. სავარაუდოდ, ზამთრის ბოლოს მოვრჩებით.

- ჩინელი ინვესტორები "ტორპედოსთვის" ახალი, 20-ათასიანი სტადიონის აშენებას გეგმავენ, ხოლო ბაზასა და სტადიონზე - საცხოვრებელი კორპუსების. ესეც მოლაპარაკების ნაწილია?

- არა, სტადიონის აშენებაზეა ლაპარაკი, კორპუსების - არა. უბრალოდ, ახალი სტადიონისა და ბაზის მშენებლობაზეა მომავალში საუბარი.

- თუმცა, თუკი ისინი ბაზასა და სტადიონს იყიდიან, შესაბამისად გარკვეული გეგმა ექნებათ ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით. არ არის ეს გეგმები თქვენთვის ცნობილი?

- სავარაუდოდ გეგმა ექნებათ. არა, ჩემთვის ყველაფერი ცნობილია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ არ არის, იქ რა გაკეთდება. რაღაც ინვესტიცია იქნება. არ ვიცი, რა იქნება პროექტში წინასწარ. თუ ააშენა იმ ხალხმა სტადიონი და ბაზა, ერთ-ერთი პირობა იქნება, რომ ძველი სტადიონი მფლობელობაში გადაეცეთ.

- სტადიონი ქუთაისის მერიას ეკუთვნის, სადაც განგვიცხადეს, რომ არც ბაზაზე და არც სტადიონზე, ჩინელებთან მოლაპარაკებები აღარ იგეგმება, არც ახლა და არც მომავალში. ეს არ იცოდით?

- ჯერ-ჯერობით ამიტომ გითხარით, მომავალში იგეგმება. თუ შევარჩიეთ და ამას ყველაფერს სჭირდება დიდი მიწა, თუ ვიპოვნეთ ქალაქის ცენტრში იმხელა ადგილი, რომ ეს ინფრასტრუქტურა გაკეთდეს, მაშინ სავარაუდოდ, ეს თემა გაგრძელდება, მაგრამ თუ ვერ ვნახეთ ასეთი ადგილი, შემდეგ უკვე რეკონსტრუქციაზე იქნება საუბარი. ასე დღის წესრიგში არ დგას ეს საკითხი, მაგრამ მომავალში დადგება.

- გორის "დილასთან" თამაშზე ქუთაისში ბელარუსის ბატეს ყოფილი სპორტული დირექტორი იმყოფებოდა. ცვლილებებს უნდა ველოდოთ გუნდში?

- ჯერ-ჯერობით, არაფერს არ ვაპირებთ, სანამ ბოლომდე არ მოვაწერთ პარტნიორობაზე ხელს ჩინელებთან, შემდეგ კი ერთად გადავწყვეტთ. ლეგიონერების ჩამოყვანა რომ გვინდა, ამას გიდასტურებთ და ჩამოვიყვანთ აუცილებლად, როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.

- "ტორპედოს" გამოსვლა წლევანდელ სეზონში არც თუ ისე დამაჯერებელია. ოპტიმისტურად უყურებთ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს და მოასწრებენ ეს ლეგიონერები შეთამაშებას?

- მაქსიმუმს გავაკეთებთ. 5 კარგ ლეგიონერს მინიმუმ ჩამოვიყვანთ, როგორებიც ჯერ საქართველოში არ ყოფილან და სავარაუდოდ, მივაღწევთ რაღაცას. ჩვენ გვაქვს სამ-წლიანი პროექტი ჩინელებთან ერთად, რომ მოვხვდეთ უეფას ევროპის ლიგაზე. წელს მაინც და მაინც, ვერ მოვხვდებით, სავარაუდოდ, მაგრამ შედეგს ვანახებთ და ყველანი დარწმუნდებით, რომ ისეთ ინვესტიციას აკეთებს ეს ხალხი, რომ სამი წლის თავზე, 2019 წელს ვაპირებთ, რომ მეტს მივაღწიოთ, ხოლო სამი წლის შემდეგ, 2020 წელს მოვხვდეთ უეფას ევროპის ლიგის ჯგუფში.

- რა თანხის ინვესტირებას გეგმავენ ჩინელები "ტორპედოში"?

- ეს არ არის ჯერ გათვალისწინებული. რაც დასჭირდება ამ პროექტს, ის თანხა დაიხარჯება.

ქუთაისის ცენტრალურ სტადიონსა და ბაზასთან დაკავშირებით "აიპრესი" ქუთაისის მერიას დაუკავშირდა, სადაც კატეგორიულად უარჰყვეს ინფორმაცია ჩინელებთან მოლაპარაკების შესახებ და განაცხადეს, რომ მათთან არც სამომავლოდ იგეგმება მოლაპარაკებები.

"ქუთაისის რამაზ შენგელაის სტადიონთან დაკავშირებით ჩინელ ინვესტორებსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის არ არსებობს რაიმე სახის მოლაპარაკება და ხელშეკრულება,საკითხთან დაკავშირებით არც სამომავლოდ იგეგმება, მოლაპარაკების წარმოება. არც სტადიონის და არც ბაზის ტერიტორია გაყიდული არ არის, ტერიტორია რჩება მერიის ბალანსზე", - განაცხადეს ქუთაისის მერიაში.

დავით ქევხიშვილი ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებს 5 წინადადებას სთავაზობს

დავით ქევხიშვილი ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებს 5 წინადადებას სთავაზობს

55 წუთის წინ

"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს იმის გამო, რაც ხდება ძიუდოს ფედერაციის გარშემო. რა თქმა უნდა, ხაზს ვუსვამ თავად ფაქტს და სრულად ვაცნობიერებ, რომ გულშემატკივართათვის ნაკლებმნიშვნელოვანია მტყუან- მართლის ძიება. ჩემი ნებისმიერი...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054