ანი სუბელიანის მიერ მედიით გავრცელებულ მის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ანი სუბელიანის მიერ მედიით გავრცელებულ მის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, ანი სუბელიანის მიერ მედიით გავრცელებულ მის მიმართ მუქარის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, პარლამენტთან შსს-ს მიერ ღამის კლუბებში ჩატარებული საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანი სუბელიან გადაცემა "არჩევაში" განაცხადა, რომ  9 აპრილის მემორიალზე ცეკვის გამო  ემუქრებიან.

"არ ვთვლი, რომ ბოდიშების ტონით გვაქვს სასაუბრო იმ ადამიანებთან, რომლებმაც, მე ცეკვის გამო და სიწმინდეების სახელით, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, იმხელა აგრესია დამატეხეს და იმხელა მუქარების ქვეშ ვარ.

მთელი ამ დღეების განმავლობაში მე მემუქრებიან ბავშვით, მყავს 8 წლის შვილი და შვილზე აპელირებენ. ვარ ძალიან უშიშარი ადამიანი, მაგრამ, რაღაც მომენტში რეალური საფრთხის შეგრძნება გამიჩნდა. მაგრამ, ამის გამო არ ვაპირებ შევწყვიტო გარეთ სიარული და უკან დავიხიო ბრძოლებში. ვფიქრობ, რომ ზუსტადაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, რომ დაიცვას ჩემი უსაფრთხოება" - განაცხადა ანი სუბელიანმა

ჩინეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

36 წუთის წინ

"ჩინეთის მთავრობის, ჩინელი ხალხის და ჩემი სახელით მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს. საქართველო ჩინეთის ტრადიციული მეგობარი და პარტნიორია. ბოლო...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054