გვარამია: აქციების რეზულტატმა გააძლიერა საქართველოში ფაშიზმი და მისი მფარველი უწყებები - შსს და სუსი

გვარამია: აქციების რეზულტატმა გააძლიერა საქართველოში ფაშიზმი და მისი მფარველი უწყებები - შსს და სუსი

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია facebook-ის პირად გვერდზე 12 მაისს გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების რეზულტატმა საქართველოში ფაშიზმი და მისი მფარველი უწყებები გააძლიერა, კერძოდ კი შსს და სუს-ი.

"დღევანდელი ხელისუფლების მიერ აქციის დარბევის პარადიგმა შემდეგია:
ოფიციალური ძალოვანი უწყებები არ არბევენ (ჯერ), სამაგიეროდ უშვებენ არაოფიციალურ ფაშისტურ-აგენტურულ ორგანიზაციებს (უკვე მათი არსებობა შემდგარი დანაშაულია), რისი მეშვეობითაც ახდენენ სიტუაციის ესკალაციას და მერე აძლევენ აქციის მოაწილეებს შეთავაზება/ულტიმატუმს: ან თქვენით დაიშალეთ, ან ესენი დაგასისხლიანებენ და ჩვენ ვერ დაგეხმარებით (რაც ნიშნავს "არ დაგეხმარებით").
ჯერჯერობით აქცია დაიშალა (მიზეზს არა აქვს ამჯერად მნიშვნელობა) და არ დადგა აქციაზე ორკების მიშვების საჭიროება. არ დაიშლებიან და რას იზამს შსს და მისი უკანონო ფაშისტური დანაყოფი, არ ვიცით, იმიტომ რომ ჯერ არავის არ ეყო გამბედაობა, კანონიერი უფლება და ინტერესი ბოლომდე დაეცვა
ps ამ აქციის ლიდერებმა დღეს, არჩევანში, მთლად საოცრება თქვეს: პოლარიზაციას მოვერიდეთო. ვისთან პოლარიზაციას? ფაშისტებთან პოლარიზაციის მორიდება ფაშისტებთან კომპრომისი და მთავრობასთან კომფორმიზმია, ძვირფასებო, ესაა ფაშიზმისკენ გადადგმული შემხვედრი ნაბიჯი და ფაშისტური დიქტატურის დამყარებაში შეტანილი წვლილი. აი, ასე, პარადოქსულად, მაგრამ ამ აქციამ, უფრო სწორად, მისმა რეზულტატმა, გააძლიერა საქართველოში ფაშიზმი და მისი მფარველი უწყებები - შსს და სუსი",-წერს ნიკა გვარამია facebook-ის პირად გვერდზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

3 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237