ილია წულაია: კახა კალაძის ინიციატივა უპრეცედენტოა თბილისისთვის

ილია წულაია: კახა კალაძის ინიციატივა უპრეცედენტოა თბილისისთვის

კახა კალაძის ინიციატივა ბინათმშენებლობის კოოპერატივებთან დაკავშირებით უპრეცედენტოა ქალაქისთვის, - ამის შესახებ საპრალამენტო უმრავლესობის წევრმა ილია წულაიამ განაცხადა. 

"აღნიშნული ინიციატივით 3000-მდე ოჯახი, რომლებიც თითქმის 30 წლის განმავლობაში უიმედოდ ელოდნენ ბინების მიღებას, უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართებით.

არცერთი ხელისუფლების დროს, არცერთი კვადრატული მეტრი არ გადასცემიათ ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირებს. ეს ვერ შეძლო ვერცერთმა თბილისის ყოფილმა მერმა. დღეს კი ეს რეალობაა და უახლოეს პერიოდში ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება. მე, როგორც თბილისის მაჟორიტარმა დეპუტატმა მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერს ამ უაღრესად საჭირბოროტო ინიციატივისთვის და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაში", - განაცხადა ილია წულაიამ.




 

რატიანი: მნიშვნელოვანია, განათლების მინისტრი მოვიდეს კომიტეტზე და მოგვცეს განმარტება, რა ხდება ამ სფეროში

რატიანი: მნიშვნელოვანია, განათლების მინისტრი მოვიდეს კომიტეტზე და მოგვცეს განმარტება, რა ხდება ამ სფეროში

22 წუთის წინ

"ევროპული საქართველოს" წევრის თქმით, უნივერსიტეტების ავტორიზაციაზე საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებულად განხილვა, სავარაუდოდ, პროტექციონიზმზე და თანამდებობების პირების ინტერესებზე მიუთთებს. "გუშინ გავაკეთე განცხადება...

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156