გოცირიძე: ნუ გგონიათ, რომ ახალგაზრდები, ფერად ტანსაცმელში, ნაკლები ჯანის არიან, ვიდრე შავოსანები

გოცირიძე: ნუ გგონიათ, რომ ახალგაზრდები, ფერად ტანსაცმელში, ნაკლები ჯანის არიან, ვიდრე შავოსანები

"ნციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციასა და კონტრაქციას გამოეხმაურა.    

მისი თქმით, კონტრაქციის წევრები დასასჯელებიან არიან სსკ-ის 151-ე მუხლით არიან დასასჯელები.

"ნუ გონია შს მინისტრს, რომელიც პარლამენტში მობრძანდება, შემოვა ამ დარბაზში თეთრ ცხენზე ამხედრებული, როგორც ტრიუმფატორი. დღეისათვის მისი სტატუსია, დამნაშავეების მფარველი.  იმ მოედანზე, სადაც ეს აქცია იყო გამართული, ახალგაზრებზე ძალადობდა დამნაშავეების ჯგუფი. ეს არის პირდაპირი დანაშაული, რომელიც ისჯება სსსკ-ის 151-ე მუხლით. იქ იყო ძალადობრივი მუქარა, მოწოდებები და გარდა ამია, იყო პირდაპირი ძალადობა. 

ძალადობა პოლიციელების მიმართ, ტელეჟურნალისტების მიმართ, ძალადობის ფაქტი აღიარა მინისტრმა, რომელაც განაცხადა, რომ ის აქცია რომ არ დაშლილიყო, მაშინ დაღლილი პოლიციელები თურმე ვერ შეაკავებდნენ ამ ბრბოს, შაოსანი ველურების ჯგუფს და ისინი გადათელავდნენ ახალგაზრდობას. 

აღიარებაა ისიც, რომ პირდაპირ სიცოცხლის საფრთხე იყო ამ ადამიანების ძალადობრივი მოსალოდნელი ქმედებების სახით და ეს ახალგაზრდები გაიყვანეს სპეციალურად მოყვანილი ავტობუსებით. 

მთავრობას მივმართავ, რატომ მეგობრობთ ნეო ფაშისტებთან?! 

ვის ებრძვიან, რატომ უნდა იყვნენ ეს ახალგაზრდები კორდონით დასაცავები. ნუ გგონიათ, რომ ეს ახალგაზრდები- განათლებული, ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი გოგო-ბიჭები არიან ნაკლები ჯანის, ვიდრე შავოსანი ტაბურეტკის მატარებლები. 

ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ აბა მივიდნენ და დახვდნენ ბიჭებს, დაუმტვრევენ თავ-ყბას. მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ იქ იყვნენ გოგოები და ბიჭები, დაცული იყო გენდერული ბალანსი და იქ იქნებოდა ძალიან დიდი უბედურება მართლაც მათ რომ დაერღვიათ ეს კორდონი და შესულიყვნენ საპროტესტო აქციის მნაწილეებთან. მოვუწოდებ შს მინისტრს, აქ რომ მობრძანდება, დადოსს სია იმ ადამიანებისა, ვის წინააღმდეგადაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 151-ე მულის მიხედვით, სულ მცირე, რომელიც ითვალისწინებს მუქარას, მუქარის გარდა იქ იყო პირდაპირი ძალადობა პოლიციელებზე, სხვა ადამიანებზე. მივართავ მთავრობას, ნუ ეთამაშებით ცეცხლს, ნუ წააქეზებთ ბნელ ძალას", - აღნიშნა რომან გოცირიძემ. 

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

54 წუთის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237