ბაია პატარაია სპეცოპერაციაზე: დავამტკიცებთ, რომ ძალის გადამეტებას ადგილი ჰქონდა

ბაია პატარაია სპეცოპერაციაზე: დავამტკიცებთ, რომ ძალის გადამეტებას ადგილი ჰქონდა

გადაცემა "არჩევანში" 2018 წლის 12 მაისს გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებულ მოვლენებსა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. როგორც უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ განაცხადა, კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას ადგილი ჰქონდა სპეცრაზმის მიერ ძალის გადამეტებას.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში არ იზიარებენ იმ აზრს, რომ ეს სპეცოპერაცია გადამეტებული იყო, ამბობენ, რომ კლუბში თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, თუმცა ღიად ტოვებენ იმ საკითხს, თუ რა მოხდა კლუბს გარეთ. გვეუბნებიან, მოიყვანეთ დაზარალებულები, ისაუბრეთ კონკრეტულ შემთხვევებზე და გადავწყვიტოთ.

ჩვენ იქ რომ დარღვევები იყო, ამას დავამტკიცებთ, ვიმუშავებთ ომბუდსმენთან ერთად და რეალურ დაზარალებულებს მოვიყვანთ. დავუმტკიცებთ, რომ იქ ძალის გადამეტებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი...

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ შესვლა და ჩხრეკა აუცილებელი იყო, ამას ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არც ვაყენებთ, აქ საუბარია, რამდენად იყო საჭირო ავტომატიანი სპეცრაზმის შეიარაღებული შევარდნა, ამას ტერორიზმის, დაშინების სახე მიეცა’’,- განაცხადა ბაია პატარაიამ. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 12 მაისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა  კლუბ "ბასიანსა"’ და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციები გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ ადგილი ჰქონდა ძალოვანი უწყების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას.  

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

2 საათის წინ

"თბილისის ყველა კლუბის კარი ღიაა. 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული BASSIANI-ის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ელექტრონული...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054