ბალდის დამარცხების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 10 პოზიციით დაწინაურდა

ბალდის დამარცხების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 10 პოზიციით დაწინაურდა

რომის მასტერსის პირველ წრეში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო კვალიფიკაციაში 10 პოზიციით დაწინაურდა და ნაცვლად 74-ე ადგილისა, ახლა 64-ე ადგილზე იმყოფება.

ძირითად ბადეში მოსახვედრად ქართველმა ჩოგბურთელმა ჯერ რუმინელი მარიუს კოფილი დაამარცხა, შემდეგ კი ფრანგი ჟულიენ ბენეტო დაამარცხა, რამაც ჯამში 70 სარეიტინგო ქულა მოუტანა. ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი რეკორდი, მსოფლიო რეიტინგში 51-ე ადგილია.

პირველ წრეში ბასილაშვილმა იტალიელ ფილიპო ბალდის სამ სეტში - 6:4, 4:6, 6:4 სძლია და დღეს, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ახლა ATP რეიტინგის მე-18 ნომერს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება.

აღნიშნული შეხვედრა, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. 

პარლამენტთან ძიუდოისტების აქცია დასრულდა

პარლამენტთან ძიუდოისტების აქცია დასრულდა

1 საათის წინ

უკვე 25-ე დღეა, რაც ეროვნული ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. პარლამენტის შენობასთან, გარდა ძიუდოისტებისა, მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. პარლამენტთან შეკრებილი ძიუდოისტები იმ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237