ჩუგოშვილი: ღელვისა და ნერვიულობის საფუძველი არ გვაქვს

ჩუგოშვილი: ღელვისა და ნერვიულობის საფუძველი არ გვაქვს

"თუ შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი გარკვეული ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, ამის შესწორება შესაძლებელია" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამატ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, ადგილი არანაირი შეზღუდვის მცდელობას არ აქვს.

"თუ კანონპროექტი გარკვეული ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლეოდა, ამის შესწორება შეგვიძლია. შესაბამისად, ღელვისა და ნერვიულობის საფუძველი თუ მიზეზი არ გვაქვს, რადგან რაღაცის შეზღუდვის მცდელობა არავის არ აქვს. ამოცანაა, რომ კონსტიტუციის ჩანაწერი გავიმეოროთ. კანონმდებლობაში კონსტიტუციური ჩანაწერი ისე როგორ უნდა განვახორციელოთ, რომ ორმაგად ინტერპრირებული არ იყოს და რაიმე კითხვები არ გაჩნდეს, ამაზე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან. უფლების შეზღუდვის განზრახვა არანაირად არ არის, ამას გამოვრიცხავ. სამართლებრივი რეგულაციების თვალსაზრისით, ეს სწორად როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ, ამაზე მზად ვართ, ვიმსჯელოთ, გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ, ან სხვა ვერსიები განვიხილოთ"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის  ღვთისმშობლის შეურაცხყოფა  ისეთივეა, როგორც - დედის

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის ღვთისმშობლის შეურაცხყოფა ისეთივეა, როგორც - დედის

20 წუთის წინ

"გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054