15 მაისს ფოლკლორის ცენტრის ეზოში სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა კონცერტი გაიმართა

15 მაისს ფოლკლორის ცენტრის ეზოში სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა კონცერტი გაიმართა

15 მაისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში - საზაფხულო სცენაზე - გაიმართა ამბროლაურის, კასპის და ყვარლის სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა კონცერტი.

2015 წლიდან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში ეტაპობრივად იხსნება სალოტბარო სკოლები, სადაც ნებისმიერ მსურველს ქართული ხალხური სიმღერის და ტრადიციული გალობის სწავლა უფასოდ შეუძლია.

დღეისთვის უკვე ფუნქციონირებს 22 სალოტბარო სკოლა (ფოთი, ოზურგეთი, ბათუმი, ქობულეთი, შუახევი, წალენჯიხა, მესტია, ლენტეხი, ცაგერი, ამბროლაური, ონი, საჩხერე, ბაღდათი, სამტრედია, ზესტაფონი, ბორჯომი, ახალქალაქი, კასპი, გორი, დუშეთი, თელავი, ყვარელი), სადაც 800-მდე მოსწავლე უფასოდ ეუფლება ქართულ ხალხურ სიმღერას და საეკლესიო გალობას.

საქართველოს ხელოვნების სასახლეს, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო გადაეცა!

საქართველოს ხელოვნების სასახლეს, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო გადაეცა!

22 ივნისი, 2018

ეს უმნიშვნელოვანესი აღიარება მუზეუმმა სამეცნიერო პროექტისათვის "ქსოვილი საქართველოდან" მიიღო. 400 გვერდიანი ნაშრომი კომპეტენტურმა ჟიურიმ ევროპის ტერიტორიაზე საუკეთესო სამეცნიერო კვლევად აღიარა! ხელოვნების სასახლე მადლობას უცხადებს...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207