ვოლსკი: შს მინსიტრისგან  სრულფასოვან ინფორმაციას ველოდებით 12 მაისის ამბებთან დაკავშირებით

ვოლსკი: შს მინსიტრისგან სრულფასოვან ინფორმაციას ველოდებით 12 მაისის ამბებთან დაკავშირებით

"შინაგან საქმეთა მინისტრისგან სრულფასოვან ინფორმაციას ველოდებით 12 მაისის ამბებთან დაკავშირებით" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიჯერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტენთან აღნიშნა, ანგაჟირების გარეშე უნდა მოხდეს დასკვნების გაკეთება, თუ რა სჭირდება ქვეყანას სტაბილურობისთვის.

"როგორც მე, ასევე ჩემი კოლეგები უმრავლესობიდან ველოდებით, სრულფასოვან, ამომწურავ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოხდა 12 მაისს, როგორ გაგრძელდა შემდგომ პროცესები და ყოველგვარი ემოციების და პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე უნდა გამოვიტანოთ გარკვეული დასკვნები თუ რა სჭირდება ქვეყანას სტაბილურობისათვის. არ მგონია, რომ ოპოზიცია იმ ვითარებაში, რომელიც არსებობს, კონსტრუქციულად იყოს განწყობილი"-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში პარასკევს ელოდებიან.

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის  ღვთისმშობლის შეურაცხყოფა  ისეთივეა, როგორც - დედის

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის ღვთისმშობლის შეურაცხყოფა ისეთივეა, როგორც - დედის

19 წუთის წინ

"გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054