პრემიერი: ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობა და გარანტია საქართველოს კონსტიტუცია

პრემიერი: ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობა და გარანტია საქართველოს კონსტიტუცია

„საქართველოს მიზანია დემოკრატიული და განვითარებული ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა და სწორედ ეს უდევს საფუძვლად ჩვენს ქვეყანაში რეფორმებისა და მოდერნიზაციის პროცესს. ჩვენ ვაფასებთ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს და ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ მათი მხარდაჭერა, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის მე-3 კონგრესზე განაცხადა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, მეგობარ ქვეყნებს მათ მიერ ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. 

ამ კონტექსტში მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობა და გარანტი არის საქართველოს კონსტიტუცია, რომლის ახალმა რედაქციამაც უზრუნველყო მისი შესაბამისობა საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან. 

განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს სრულყოფილი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობასა და პლურალიზმს, რომელიც უზრუნველყოფს დაბალანსებულ და მკაფიოდ გადანაწილებულ პასუხისმგებლობას ხელისუფლების შტოებს შორის.
დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზას ადგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და სახელისუფლებო სტაბილურობის განმტკიცება, რისი გარანტიც სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოა.
ამ დარბაზში მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, იდგნენ ქართული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის სათავეში, როგორც უზენაესი, ასევე საკონსტიტუციო სასმართლოს სათავეში და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

24 წუთის წინ

მთავრობის მეთაურმა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს ვიზიტისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საუკუნოვანი ისტორია აღინიშნება პირველი დემოკრატიული...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237