კალაძე: 90-იან წლების კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაზარალებულების პრობლემას მოგვაგვარებთ

კალაძე: 90-იან წლების კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაზარალებულების პრობლემას მოგვაგვარებთ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ირწმუნება, რომ 90-იან წლების კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაზარალებულთა პრობლემა მისი მერობის პერიოდში სრულად მოგვარდება.

როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განახადა, ასეთი 3000 ოჯახია.

„ამ ადამიანებმა თავის დროზე სახელმწიფოს გადაუხადეს ბინათმშენებლობის ღირებულება, თუმცა სახელმწიფომ ვერ შეძლო მათი მშენებლობა და სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს.

20-25 წლის განმავლობაში ეს ადამიანები, დღესაც სასოწარკვეთილები ელოდებიან, როდის მიიღებენ საცხოვრებელ ფართს. ადამიანები დაბერდნენ ლოდინში, თუ როდის მიიღებენ ბინებს. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პრობლემა იქნეს მოგვარებული და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი მერობის პირობებში ეს პრობლემა ამ ადამიანებს მთლიანად მოვუგვაროთ.

სამწუხარო გარემოება გახლავთ ასევე ის, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომელზეც ზემოთხსენებული ოჯახების საცხოვრებელი სახლების მშენებლობა უნდა განეხორციელებინა სახელმწიფოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პრივატიზირებული იქნა სხვადასხვა პირებზე, რითაც სრულიად უგულებელყოფილი იქნა დაზარალებული ოჯახების მრავალწლიანი მოლოდინები და მათთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესაძლებლობა იქნა მინიმუმამდე დაყვანილი. თუმცა, დღევანდელი ჩვენი გადაწყვეტილებით ვიწყებთ ამ პრობლემის მოგვარებას”, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთია უკვე მოძიებული და 800 დაზარალებული ოჯახის პრობლემა იქნება მოგვარებული. 

„რა თქმა უნდა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ დამატებით მუნიციპალურ მიწებს, სადაც ეს პრობლემა მოგვარებული იქნება და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ საკუთარი ბინები” - განაცხადა თბილისის მერმა. 

კახა კალაძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ამ კუთხით ყველაზე დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახების პრობლემა მოგვარდება, შემდეგ კი ამავე პრინციპის მიხედვით, დანარჩენების. 

„მნიშვნელოვნია, რომ აღინიშნული პროცესის მართვა მერიის მხრიდან სამართლიანად , თანმიმდევრულად განხორციელდეს. დარმწუნებული ვარ, ეს ასეც იქნება.

დეველოპერული კომპანიების შერჩევა მხოლოდ კონკურენტული პრინციპით განხორციელდება. ერთადერთი კრიტერიუმი იქნება ის, რომ ვინც მეტ ფართს გადმოსცემს, ანუ ვინც მეტი პირის დაკმაყოფილებას შეძლებს , ის იქნება გამარჯვებული.

სოციალური სარეინტინგო ქულების დადგენა შესძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სოციალური აგენტების მეშვეობით დადგენილი წესის მიმართვის საფუძველზე.

დზარალებულ პირთა იმ ნაწილს, რომელთაც არ გააჩნია სოციალური ქულა, შეუძლიათ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს, შესაბამის სამსახურს და დადგენილი წესით მოხდება მათთვის შესბამისი სოციალურ სარეიტინგო ქულების დადგენა”, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ლევან არველაძე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ კახა კალაძის ინიციატივებს ეხმაურება

ლევან არველაძე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ კახა კალაძის ინიციატივებს ეხმაურება

17 წუთის წინ

ლევან არველაძის თქმით, მისასალმებელია, რომ ქალაქის გამწვანებაში ბიზნეს სექტორიც ერთვება და ამ მხრივ “ქართუს” ინიციატივა მაგალითის მიმცემი იქნება. „ეკოლოგია კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამაში ცენტრალურ ადგილს იკავებდა და დღეს...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054