პრემიერი: მინდა, დავადასტურო პატივისცემა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის მიმართ

პრემიერი: მინდა, დავადასტურო პატივისცემა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის მიმართ

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის მე-3 კონგრესზე განაცხადა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის საერთაშორისო აღიარება, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების განმტკიცებას და საქართველოში დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო სისტემის განვითარებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი საზოგადოების სამართლებრივი კულტურისა და სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების საქმეში უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია. 

მინდა, საქართველოს ხელისუფლების სახელით, კიდევ ერთხელ დავადასტურო პატივისცემა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის მიმართ. მივსდევთ რა საუკეთესო ევროპულ ტრადიციებს, ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკური სისტემა მაქსიმალურად დაინტერესებულია, შექმნას ყველა პირობა - საკანონმდებლო, ადმინისტრაციული თუ მატერიალური სახის გარანტიები - იმისთვის, რომ თითოეულმა მოსამართლემ შეძლოს საკუთარი საქმიანობის თავისუფლად და შეუფერხებლად განხორციელება. ამ მიზნით, აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რათა მოხდეს მისი ინსტიტუციური გაძლიერება. ამასთანავე, კანონის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპის შესაბამისად, ჩვენ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას, როგორც ჩვენი დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირების შემადგენელ ნაწილს და მისი სამომავლო განვითარების აუცილებელ წინაპირობას“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

25 წუთის წინ

მთავრობის მეთაურმა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს ვიზიტისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საუკუნოვანი ისტორია აღინიშნება პირველი დემოკრატიული...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237