მეგან მარკლის მამა, შესაძლოა საკუთარი ქალიშვილის ქორწილს ვერ დაესწროს

მეგან მარკლის მამა, შესაძლოა საკუთარი ქალიშვილის ქორწილს ვერ დაესწროს

ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის მამა, თომას მარკლი, შესაძლოა საკუთარი ქალიშვილისა და ბრიტანეთის პრინც ჰარის ქორწილს ვერ დაესწროს, რადგან გულზე ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს,-ამის შესახებ ინფორმაციას TMZ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ოპერაცია დღეს, 16 მაისს არის დაგეგმილი. პორტალის თანახმად, გასულ კვირას თომას მარკლის გულის შეტევა ჰქონდა. მედიის თანახმად, ამის მიზეზი, მისი შვილის თომას უმცროსის წერილი იყო, სადაც ის საკუთარი დის ქორწილის ჩაშლას ცდილობდა.
მანამდე, TMZ იტყობინებოდა, რომ თომას მარკლი საქორწილო ცერემონიალში მონაწილეობას არ მიიღებს.
პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი 19 მაისს არის დაგეგმილი. ქორწილის მოსაწვევი დაახლოებით 600 სტუმარს გადაეგზავნა.

ტრამპი კიმ ჩენ ინს: თუ შეცვლით მიდგომებს და შეხვედრას მოისურვებთ, არ მოგერიდოთ - დამირეკეთ

ტრამპი კიმ ჩენ ინს: თუ შეცვლით მიდგომებს და შეხვედრას მოისურვებთ, არ მოგერიდოთ - დამირეკეთ

3 საათის წინ

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი და ფხენიანი დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობდა შეხვედრის შესახებ, რომელიც 12 ივნისს სინგაპურში უნდა გამართულიყო. "ძალიან მინდოდა თქვენთან შეხვედრა. სამწუხაროდ, თქვენი ბოლო...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054