მეზვრიშვილი: ჩვენი სამიზნე არ იყვნენ ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ

მეზვრიშვილი: ჩვენი სამიზნე არ იყვნენ ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ

"ჩვენი სამიზნე არ იყვნენ ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ სახალხო დამცველის აპარატშიც არ შეულა შეტყობინება. 

თუმცა, როგორც მეზვრიშვილი ამბობს, იმ შემთხვევაში თუ რაიმე გადაცდომის ფაქტი დადასტურდება, ამაზე შს სამინისტრო რეაგირებას მოახდენს. 

"შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშილის განცხადებით: „კლუბებში ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია. რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა და ეს ადამიანები კლუბებში იმყოფებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების დაწყების დროს კლუბებში იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები, რის გამოც არსებობდა დაპირისპირების საფრთხე. სწორედ ამის გამო ადგილზე სამართალდამცავთა ის რაოდენობა იყო მობილიზებული, რა რაოდენობაც იქ იყო. ჩვენი სამიზნე არ იყვნენ ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
უშუალოდ კლუბების გარეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ აზრები გაიყო, თუმცა, ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ ერთ რამეს, რომ ჩვენ ამ საკითხებს შევისწავლით, გარეთ უშუალოდ რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდა თუ არა ადგილი, თუმცა, ამ ადამიანებსაც ჩვენ ვთხოვეთ, არც ჩვენამდე არც სახალხო დამცველის აპარატამდე რაიმე ტიპის დარღვევის შესახებ შეტყობინება შემოსული არ არის, თუ ასეთი დაფიქსირდება, მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ ასევე სახალხო დამცველის სამსახურთანაც.
თუ ვიღაცის უფლებები დაარღვიეს, ვიღაცას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ეს არ გვითხრეს ვინ არიან პოტენციური მსხვერპლები, როგორ გამოვიძიოთ? თუ დადასტურდება გადაცდომების ფაქტი, ამაზე შს სამინისტრო მოახდენს რეაგირებას. ჩვენამდე არანაირი დამამტკიცებელი მასალა არ მოსულა. ჩვენ მათ მტკიცებით ტვირთს კი არ ვადებთ, არამედ ვეუბნებით - მოგვიტანეთ მასალები, გვითხარით ვინ დაზარალდა, მოვიდეს ადამიანი, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, გამოვიკვლევთ, ობიექტურად შევაფასებთ და მოვახდენთ რეაგირებას“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავარი პროკურორი ზაზა სარალიძეს ხვალ დახურულ რეჟიმში შეხვდება

მთავარი პროკურორი ზაზა სარალიძეს ხვალ დახურულ რეჟიმში შეხვდება

2 საათის წინ

"25 მაისს, საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრას გამართავს. გამომდინარე იქედან, რომ საქმე ეხება მკვლელობის ფაქტს, რომელშიც ბრალდებული პირები არიან არასრულწლოვნები, სასამართლო განხილვა...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054