შალვა შავგულიძე: შს მინისტრი აქციაზე კონტრაქციით ზურგგამაგრებული მივიდა

შალვა შავგულიძე: შს მინისტრი აქციაზე კონტრაქციით ზურგგამაგრებული მივიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი აქციაზე კონტრაქციით ზურგგამაგრებული მივიდა, - ასე აფასებს გიორგი გახარიას ქმედებას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე შექმნილი კრიზისის დროს მინისტრის აქციაზე მისვლას და აქციის მონაწილეების მიმართ ბოდიშის მოხდას.

 

"მთლიანობაში კონტექსტი იყო ის, რომ მინისტრი მივიდა აქციაზე მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა მართლაც დაინახეს ფიზიკური ხელყოფის რეალური შესაძლებლობა. მივიდა კონტრაქციის აგრესიით ზურგგამაგრებული. დიალოგის დაწყებისთვის რაღაც ჟესტი იყო, რომ აი მე ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ახლა სჯობს რომ დაიშალოთ, თორემ ჩვენ ამათ ვერ გავაჩერებთ და რაც მოგივათ მერე თქვენს თავებს დააბრალეთო. დანარჩენი საქმემ გვაჩვენოს", - განაცხადა შალვა შავგულიძემ "აიპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს ცოტა ხანში შევთავაზებთ.

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

7 წუთის წინ

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054