ინაშვილი:კონტრაქცია იმიტომ დაიგეგმა,რომ 9 აპრილის მემორიალზე იცეკვეს და 17 მაისის აქციაზე ალაპარაკდნენ

ინაშვილი:კონტრაქცია იმიტომ დაიგეგმა,რომ 9 აპრილის მემორიალზე იცეკვეს და 17 მაისის აქციაზე ალაპარაკდნენ

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. 

"კონტრაქცია შეიკრიბა სპონტანურად. შეიკრიბა იმის გამო, რომ 9 აპრილის მემორიალზე ცეკვა დაიწყეს, დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ აბა ვნახოთ, 17 მაისს ვინ არ ჩაივლის. პირდაპირ იყო გამოწვევა აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რომლებიც სინამდვილეში უმცირესობის უმცირესობა ჯგუფებია. გამოდის ისე, რომ უმცირესობის უმცირესობა ყოველთვის ჩაგრავს უმრავლესობას. 

თქვენ ხომ ეჭვი არ გეპარებათ, რომ ამ ტიპის მოწოდებების მხარდამჭერი არ ვარ, რაც კონტრაქციაზე ისმოდა, მაგრამ არც იმ მოწოდების მხარდამჭერი ვარ, რომ უმცირესობის უმრავლესობამ დიქტატურა დაამყაროს. უმრავლესობა უკვე შეურაცხყოფილია მუდმივი საუბრით ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე, ლგბტ თემის წარმომადგენლების მუდმივ აქციებზე. მე ლგბტ თემის არსებობას არ ვებრძვი, იყვნენ, იარსებონ, ეს მათი საქმეა. მე ვარ პროპაგანდის წინააღმდეგი. პროპაგანდას ვეძახი იმას, რომ ხდება ზეწოლა ჩვენზე, რომ "თუ არ ხარ ჩვენთან, ბნელი ხარ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის  ღვთისმშობლის შეურაცხყოფა  ისეთივეა, როგორც - დედის

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის ღვთისმშობლის შეურაცხყოფა ისეთივეა, როგორც - დედის

23 წუთის წინ

"გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054