ბექა წიქარიშვილი: მაღალი ალბათობაა, აქციები განვაახლოთ

ბექა წიქარიშვილი: მაღალი ალბათობაა, აქციები განვაახლოთ

შსს-ს წარმომადგენლებისა და "თეთრი ხმაურის" მოძრაობის შეხვედრა დასრულდა, რომელსაც სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ "თეთრი ხმაურის" მოძრაობის ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" ჩართვისას განაცხადა, რომ დამაჯერებელი პასუხები ვერ მიიღეს იყო თუ არა აუცილებლობა კლუბებში ამხელა ძალა რომ ყოფილიყო გამოყენებული. მისივე თქმით, საკმაოდ დიდი ალბათობაა, რომ მათ აქციები განაახლონ.

"დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი კლუბებში შეჭრის, ამ სპეცოპერაციის ლეგიტიმურობის დადგენა იყო. პრინციპში ამაზე მაინცდამაინც კითხვები არ გვქონდა, რაღაც ფაქტები იყო და ვიდეოებიც წარადგინეს მათ. თუმცა, რამდენად იყო საჭიროება, რომ მაინცდამაინც კლუბში ყოფილიყო ამხელა ძალის გამოყენების აუცილებლობა ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი ვერ მივიღეთ. 
ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის გარე პერიმეტრზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, ისინი ამ ფაქტებს ამ ეტაპზე არ აღიარებენ. მზაობა გამოითქვა, რომ შეისწავლიან. მომდევნო შეხვედრაზე ვიდეოებს წარვუდგენთ და სახალხო დამცველიც შეისწავლის ამ ფაქტებს", - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა. 
მისივე თქმით, საპროტესტო აქციების განახლების ალბათობა არსებობს. 
"ნარკოპოლიტიკის საკითხზე კიდევ ერთ შეხვედრას დაველოდებით და ამის მაღალი ალბათობა არსებობს", - აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა.
ჩინეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

36 წუთის წინ

"ჩინეთის მთავრობის, ჩინელი ხალხის და ჩემი სახელით მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს. საქართველო ჩინეთის ტრადიციული მეგობარი და პარტნიორია. ბოლო...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054