წიქარიშვილი: შსს-გან კლუბებში ძალის გამოყენების აუცილებლობაზე დამაჯერებელი პასუხი ვერ მივიღეთ

წიქარიშვილი: შსს-გან კლუბებში ძალის გამოყენების აუცილებლობაზე დამაჯერებელი პასუხი ვერ მივიღეთ

შსს-ს წარმომადგენლებისა და "თეთრი ხმაურის" მოძრაობის შეხვედრა დასრულდა, რომელსაც სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის შემდეგ "თეთრი ხმაურის" მოძრაობის ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" ჩართვისას განაცხადა, რომ დამაჯერებელი პასუხები ვერ მიიღეს იყო თუ არა აუცილებლობა კლუბებში ამხელა ძალა რომ ყოფილიყო გამოყენებული. მისივე თქმით, საკმაოდ დიდი ალბათობაა, რომ მათ აქციები განაახლონ.

"დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი კლუბებში შეჭრის, ამ სპეცოპერაციის ლეგიტიმურობის დადგენა იყო. პრინციპში ამაზე მაინცდამაინც კითხვები არ გვქონდა, რაღაც ფაქტები იყო და ვიდეოებიც წარადგინეს მათ. თუმცა, რამდენად იყო საჭიროება, რომ მაინცდამაინც კლუბში ყოფილიყო ამხელა ძალის გამოყენების აუცილებლობა ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი ვერ მივიღეთ. 

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის გარე პერიმეტრზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, ისინი ამ ფაქტებს ამ ეტაპზე არ აღიარებენ. მზაობა გამოითქვა, რომ შეისწავლიან. მომდევნო შეხვედრაზე ვიდეოებს წარვუდგენთ და სახალხო დამცველიც შეისწავლის ამ ფაქტებს", - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა. 

მისივე თქმით, საპროტესტო აქციების განახლების ალბათობა არსებობს. 

"ნარკოპოლიტიკის საკითხზე კიდევ ერთ შეხვედრას დაველოდებით და ამის მაღალი ალბათობა არსებობს", - აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა.

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

2 საათის წინ

"თბილისის ყველა კლუბის კარი ღიაა. 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული BASSIANI-ის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ელექტრონული...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054