კახა კალაძე: აქციის მონაწილეებმა არცერთი პოლიტიკოსი არ გაიკარეს

კახა კალაძე: აქციის მონაწილეებმა არცერთი პოლიტიკოსი არ გაიკარეს

"მე მგონი ამ შეკითხვაზე პასუხი არასერიოზული იქნება", - ასე უპასუხა გადაცემა "რეაქციის" წამყვანის კითხვას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც ოპოზიციის ბრალდებებზე ჰკითხა, რომ პროცესებს ბერა მართავს და მისი სიმღერის შემდეგ მოგვარდა კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციებისა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან შექმნილ კრიზისთან დაკავშირებული პრობლემები.

"ოპოზიციის ბრალდებებს რაც შეეხება, ჩვენ ყველამ დავინახეთ გაწბილებული ოპოზიცია და როგორ ცდილობდნენ რომ მომხდარიყო ამ ახალგაზრდების გამოყენება, თუმცა მათ არც ერთი პოლიტიკოსი არ გაიკარეს და არ მისცეს შესაძლებლობა პროცესები ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ყოფილიყო გამოყენებული. ვნახეთ, როგორი დამწუხრებული სახეებით ისხდნენ ერთ-ერთ ტელევიზიაში წამყვანები და შეურაცხყოფასაც კი აყენებდნენ ახალგაზრდებს. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ასეთი დესტრუქციული ოპოზიცია გვყავს", - განაცხადა კახა კალაძემ. 

მან ბერაზეც ისაუბრა: 

"ბერას დამოკიდებულებას. მე მაქვს ჩემი ხედვა და მიმაჩნია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა დამაზიანებელია. როდესაც მომხმარებლებს ციხეში ვუშვებთ კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაა და ამ ადამიანებს ვაუბედურებთ. ამ ადამიანებს თანადგომა სჭირდებათ. თუ სამკურნალოები არიან სპეციალური კლინიკები უნდა შევქმნათ და ვუმკურნალოთ. მაგრამ, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ უკომპრომისოები უნდა ვიყოთ. შესაბამისად, ამ მიმართულებით ბევრი მუშაობა მოგვიწევს. პარალელურად ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა ძალიან კარგია. ყოველდღიურობაში ჯანსაღი ცხოვრება დაგვეხმარება", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

10 წუთის წინ

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054