აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ, შესაძლოა ახალი სანქციები დააწესოს

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ, შესაძლოა ახალი სანქციები დააწესოს

აშშ-მ შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს. ამის შესახებ აშშ-ს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სიგალ მანდელკერმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.  

მისი თქმით, ვაშინგტონი მზად არის, რუსეთი აიძულოს "სერიოზული ხარჯები გაიღოს მათი ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული მავნე ქმედებების საპასუხოდ". მისი თქმით, სანქციები შესაძლოა მთავრობის მაღალჩინოსნებსა და ოლიგარქებს შეეხოთ.
ირანსა და ჩრდილოეთ კორეაზე საუბრისას, აშშ-ს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თეირანს ტერორიზმის სპონსორი უწოდა. მისი თქმით, ის, ვინც თეირანთან საქმიანი ურთიერთობებს მოინდომებს, ისჯება.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის განზრახვების გულწრფელობა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შეხვედრის დროს შეამოწმებს.
6 აპრილს აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ რუსი ბიზნესმენების, ოფიციალური პირებისა და კომპანიების სია გამოაქვეყნა, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები დაწესდა. საერთო ჯამში, ე.წ შავ სიაში 26 ფიზიკური პირი (24 რუსი და 2 უცხოელი) და 15 კომპანია შედის.

იტალიის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი ხელისუფლების ფორმირების ბრძანება გასცა

იტალიის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი ხელისუფლების ფორმირების ბრძანება გასცა

17 წუთის წინ

4 მარტს იტალიაში საპარლამენტო არჩევნები იყო, რომლის შედეგადაც უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო, ხოლო მმართველი კოალიციის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. 7 მაისს კი მატარელამ პაოლო ჯენტილონის ხელისუფლება...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054