სოფიო ქაცარავა ლორა როზენბერგერს შეხვდა

სოფიო ქაცარავა ლორა როზენბერგერს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა გერმანიის მარშალის ფონდის დემოკრატიის უზრუნველყოფის ალიანსის დირექტორს ლორა როზენბერგერს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს და საქართველოს პოლიტიკისა და უსაფრთხოებისთვის მის მნიშვნელობას.

„აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ხელისუფლება ამ მიმართულებით მთელ რიგ ღონისძიებებს ატარებს“, - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა გერმანიის მარშალის ფონდის კონტრიბუციას ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მიმართულებით და ფონდთან კავშირების კიდევ უფრო გამყარების სურვილი გამოთქვა.

მხარეებმა შეხვედრაზე ასევე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მისი ხელშეწყობის მიმდინარეობა, რაც უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და აქტიურად დგას პოლიტიკურ დღის წესრიგში.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

3 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237