თბილისის საკრებულო მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

თბილისის საკრებულო მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, მუზეუმების კვირეულის ფარგლებში, პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული“ ეწყობა. 

პროექტი ა(ა)იპ „თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან“ ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდება და მისი მიზანია მოსწავლეების ჩართულობა თბილისის მუზეუმების მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებში და ამ გზით მათი პოპულარიზაცია და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა. პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილე ბავშვებს საკრებულოს დეპუტატები საკრებულოს შენობაში უმასპინძლებენ და სიგელებით დააჯილდოებენ.

აღნიშნული პროექტით თბილისის საკრებულო მუზეუმების საერთაშორისო დღეს უერთდება, რომელიც 1977 წლიდან მუზეუმების საერთშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით 18 მაისს ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

მუზეუმების კვირეულს დედაქალაქი კომპლექსური ღონისძიებებით უერთდება. თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 18 მაისს მოეწყობა „მუზეუმის ღამე თოჯინებთან და სათამაშოებთან ერთად’’, ხოლო 19 მაისს, მუზეუმები სასურველ სტუმრებს უფასოდ უმასპინძლებენ და საგანმანათლებლო პროგრამებს, სათამაშო მარშრუტებს, სამუშაო შეხვედრებსა და მასტერ-კლასებს, ვიდეო-პროექციებს, დეგუსტაციებს, ცოცხალ შოუ-წარმოდგენებს, სპეციალურ ანიმაციებს შესთავაზებენ.

თბილისში 9 მუნიციპალური მუზეუმია. ესენია: ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი და თოჯინების მუზეუმი.

ლევან არველაძე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ კახა კალაძის ინიციატივებს ეხმაურება

ლევან არველაძე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ კახა კალაძის ინიციატივებს ეხმაურება

18 წუთის წინ

ლევან არველაძის თქმით, მისასალმებელია, რომ ქალაქის გამწვანებაში ბიზნეს სექტორიც ერთვება და ამ მხრივ “ქართუს” ინიციატივა მაგალითის მიმცემი იქნება. „ეკოლოგია კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამაში ცენტრალურ ადგილს იკავებდა და დღეს...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054