აპრილში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 17,1%-ით გაიზარდა

აპრილში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 17,1%-ით გაიზარდა

2018 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 1 აშშ დოლარი, 300.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.1 პროცენტით (18.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.23.9 მლნ.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.74 პროცენტი იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 92.68 პროცენტი მოდიოდა.

2018 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (44.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.5 მლნ აშშ დოლარისა (37.6 მლნ ლარისა) გასული წლის აპრილში.

თბილისის ტექნოპარკში "სტარტაპ კვირეული" გაიხსნა

თბილისის ტექნოპარკში "სტარტაპ კვირეული" გაიხსნა

23 საათის წინ

"სტარტაპ კვირეული" პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის  გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმართება. კვირეულის მიზანია საქართველოში...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054