მამა ანდრია: 17 მაისს მსვლელობა გაიმართება, ყველანაირ აგრესიას ვემიჯნებით

მამა ანდრია: 17 მაისს მსვლელობა გაიმართება, ყველანაირ აგრესიას ვემიჯნებით

ამის შესახებ კიკეთის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძემ), საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებებზე ისაუბრეს.

დეკანოზის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ 17 მაისს ასევე დაგეგმილია, აქცია, სადაც მონაწილეები ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

მისივე თქმით, ისინი აგრესიას ემიჯნებიან და მსვლელობას მაინც გამართავენ.

"ყველანაირ აგრესიას ვემიჯნებით და ეს არ არის აგრესიის გამოსახატავი დღესასწაული. ეს არის, განსაკუთრებით, წლევანდელ წელს დაემთხვა ამაღლების დღესასწაულს და გვინდა რომ ეს დღე ვაქციოთ ნამდვილ ზეიმად.

პარალელურად მიმდინარე აქციის გამო, ჩვენს მსვლელობას არ შევცვლით“-აღნიშნა დეკანოზმა.

ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა აქცია პროვოკაციის მცდელობა რომელიმე ჯგუფის მხრიდან მამა ანდრიამ აღნიშნა- „გამოჩნდება“.

ასევე მამა ანდრიამ განაცხადა, რომ 17 მაისის საეკლესიო დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად შეუფერებელი რიტორიკა ისმოდა. მან ხაზგასმით თქვა, რომ მათი მსვლელობა არანაირად არ უკავშირდება აგრესიას.

"ასევე, გვინდა მივმართოთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ყოველგვარი აგრესიის გამოვლინება ან ყოველგვარი პროვოკაციის მცდელობა სწრაფად იყოს აღკვეთილი“-განაცხადა მამა ანდრიამ.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

3 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237