''ევროვიზია -2018''-ის გამარჯვებულმა რუსეთში გამგზავრებაზე უარი განაცხადა

''ევროვიზია -2018''-ის გამარჯვებულმა რუსეთში გამგზავრებაზე უარი განაცხადა

„ევროვიზია -2018“-ის გამარჯვებული 25 წლის ნეტა ბარზილაი 8 ივნისს რუსეთში დაგეგმილ ტელეარხ Muz-TV- ის დაჯილდოების დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრება. ამის შესახებ ტელეარხის პროგრამის დირექტორმა ანდრეი რაზიგრაევმა თავის facebook-ზე დაწერა. 

მისი თქმით, უარის მიზეზი თელავივში გეი აღლუმის ჩატარება იყო.
"ჩვენ „ევროვიზია“ 2018- ის გამარჯვებული ცერემონიაზე მოვიწვიეთ, მაგრამ ხელოვანის მენეჯმენტმა უარი განაცხადა:" ამ დღეს თელავივში, გეი აღლუმი გაიმართება! არა! "ყველას აქვს საკუთარი ღირებულებები ..." ,- აღნიშნა რაზიგრაევმა.

მანამდე, რუსმა მსახიობმა დიმიტრი პევცოვმა მკაცრად გააკრიტიკა ევროვიზიის ორგანიზატორები და აღნიშნა, რომ კონკურსი ზედმეტად პოლიტიზირებულია.

13 მაისს ლისაბონში ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის ფინალი გაიმართა, რომელშიც ისრაელის წარმომადგენელმა ნეტა ბარზილაიმ გაიმარჯვა. 

იტალიის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი ხელისუფლების ფორმირების ბრძანება გასცა

იტალიის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი ხელისუფლების ფორმირების ბრძანება გასცა

17 წუთის წინ

4 მარტს იტალიაში საპარლამენტო არჩევნები იყო, რომლის შედეგადაც უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო, ხოლო მმართველი კოალიციის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. 7 მაისს კი მატარელამ პაოლო ჯენტილონის ხელისუფლება...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054