კლინიკების ასოციაცია ექიმზე ფიზიკურ ზეწოლაზე 1000 ლარიანი ჯარიმის დაწესებას ითხოვს

კლინიკების ასოციაცია ექიმზე ფიზიკურ ზეწოლაზე 1000 ლარიანი ჯარიმის დაწესებას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ითხოვს, რომ სამედიცინო საქმიანობის დროს, პაციენტის ან პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან, ექიმისთვის ან სხვა სამედიცინო პერსონალისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, ექიმის პატივისა და ღირსების შელახვა, ექიმზე ფიზიკური ზემოქმედება ან ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაიმე სახით ძალადობა ან მუქარაზე 1000 ლარიანი ჯარიმა დაწესდეს.

მათ შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება საქართველოსპარლამენტში დაარეგისტრირეს. 

გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადება სამედიცინო დაწესებულებაში პირის ან პირთა ჯგუფის ძალით შეჭრა, რაიმე ფორმით მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა; სამედიცინო პერსონალის პირადი ნივთების, სამედიცინო დაწესებულების ექსტერიერის, ინტერიერის, აპარატურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანებაზე 1000 ლარიანი ჯარიმის დაწესებას ითვალისიწნებს. ამ ქმედების განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმა გაორმაგდება. 

საკანონმდებლო წინადადებით 1000 ლარიანი ჯარიმა დაწესდება ასევე სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე პაციენტის, პაციენტის ახლობლის ან სხვა პირთა ჯგუფის მიერ, ნებისმიერი ფორმით პროტესტის გამოხატვაზე, რომელმაც გამოიწვია სამედიცინო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების შეფერხება, სხვა ბენეფიციარი პაციენტის უფლებებისა და ინტერესბის შელახვა, მათთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევაში ხელის შეშლა. ამ ქმედების განხორციელება პირთა ჯგუფის მიერ გამოიწვევს 2000 ლარიან დაჯარიმებას (თითოეული წევრის). 

„საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან იმატა სამედიცინო დაწესებულებებში ძალით შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტებმა. მსგავსი ფორმებით სამედიცინო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა ახდენს სამედიცინო პერსონალზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, პრობლემას უქმნის და აფერხებს სხვა ბენეფიციარი პაციენტებისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფას და შესაბამისად ლახავს სხვა აციენტების უფლებებსა და ინტერეებს. თითოეული სამედიცინო დაწესბულების ან კონკრეტული ექიმის უკან დგას პაციენტთა გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც აქვთ უზომოდ დიდი ნდობა, რწენა და იმედი აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების ან კონკრეტული ექიმის მიმართ, აღნიშნულიდან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულების ან ექიმის პატივისა და ღირსებით შებღალვა იწვევს არა მხოლოდ კონკრეტული სუბიექტის შეურაცხყოფას, არამედ პაციენტთა დიდი ნაწილის ფსიქოლოგიურად დათგრუნვასა და იმედგაცურებას“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

2 საათის წინ

"თბილისის ყველა კლუბის კარი ღიაა. 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული BASSIANI-ის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ელექტრონული...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054