თეა წულუკიანი: რადიკალიზმი პატარა და ოკუპირებულ ქვეყანაში არის დამანგრეველი

თეა წულუკიანი: რადიკალიზმი პატარა და ოკუპირებულ ქვეყანაში არის დამანგრეველი

"ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები იყო სხვა რაღაცის შესახებ, ვიდრე ეს ნარკოპოლიტიკაა. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს ორდღიანი აქციები ეხებოდა ჩვენს ქვეყანაში არსებულ რადიკალიზმს და ვფიქრობ, რადიკალიზმი − იქნება ეს ლიბერალიზმის მიმართულებით თუ კონსერვატიზმის მიმართულებით, პატარა და ოკუპირებულ ქვეყანაში არის დამანგრეველი", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს.

"შესაბამისად, ჩვენ, სანამ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფს შევქმნით და ვიმუშავებთ, ერთი დიდი სამუშაო ჯგუფი უნდა შევქმნათ, სადაც 4 მილიონი ქართველი შევალთ, იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, როგორ გავმთლიანდეთ, როგორ გვესმოდეს ერთმანეთის, რადგან რადიკალიზმი არც ლიბერალიზმის მიმართულებით და არც ტრადიციონალიზმის მიმართულებით ჩვენს ქვეყანას არ წაადგება. ღიად ვამბობ, რომ ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები ამას ეხებოდა, მხოლოდ შემდეგ − ნარკოპოლიტიკას. შესაბამისად, მოდი, ამაზე ვიფიქროთ; ვინც ვართ ჩემი თაობის წარმომადგენლები, როგორ გავუგოთ მათ, ვისაც მეტრიკაში ცოტა უფრო მერმინდელი დაბადების თარიღი უწერია; ვიფიქროთ იმაზე, ახალმა თაობამ როგორ გაიგოს უკეთესად, რას ვამბობთ ჩვენ და ჩვენ როგორ მოვუსმინოთ მათ, ვინც ჩვენზე უფროსია. ეს არის ჩემთვის დღეს მთავარი, რამაც დამაფიქრა, რაც ვიცოდი, რომ ასეა, მაგრამ ღიად გეტყვით, შემაშფოთა და ამ მხრივ მუშაობა არ იქნება ურიგო.

რაც შეეხება თავად აქციას: მინდა, დავიწყო მადლობით და მადლობა გადავუხადო საქართველოს თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ ღამეს მუშაობდა და რომელიც შემდგომ აქციას იცავდა კონტრაქციისაგან. მათ ეკუთვნით მადლობა, მათ ეკუთვნით ხმამაღალი მადლობა და მე, ამ ქვეყნის მოქალაქემ, მინდა, ვუთხრა მადლობა. რა თქმა უნდა, პოლიციელიც ადამიანია, სამართალდამცველიც ადამიანია და, რაც უნდა უცნაური იყოს, მინისტრიც ადამიანია. ამიტომ მე დღეს არ გამოვრიცხავ, რომ იმ აუარება შეურაცხყოფის ნიაღვრის ტალღაში რაც პოლიციელმა იმ დღეებსა და ღამეებში ითმინა, დღეს ის ისევ დგას პოსტზე, კანონის სადარაჯოზე, მაგრამ მაინც აქვს შეურაცხყოფის განცდა. მე მინდა, გავამხნევო ისინი და ვუთხრა, რომ მთავრობაც მოვყევით ამ ლანძღვაში.

მაგალითად, მე, პირადად, ქუჩაში არ გამოვსულვარ, ამის უფლებას საკუთარ თავს არ მივცემდი, მაგრამ ვუსმინე, როგორ გვეძახა ბექა წიქარიშვილმა მთავრობის წევრებს ძალაუფლებაზე შეყვარებული ბუშები, ოღონდ სხვა სიტყვებით, და ამაში ის, რა თქმა უნდა, ჯორჯს და ბარბარას არ გულისხმობდა. მაგრამ ამაზე პასუხი არ უნდა იყოს ძალადობა; ამაზე პასუხი უნდა იყოს დიალოგი. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ უკვე, როდესაც ყველანი დავსერიოზულდებით, სერიოზულ თემებზე საუბარს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

36 წუთის წინ

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054