17 მაისს საპატრიარქოს ორგანიზებული მსვლელობა "ვარდების მოედნიდან" დაიწყება

17 მაისს საპატრიარქოს ორგანიზებული მსვლელობა "ვარდების მოედნიდან" დაიწყება

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დღეს საპატრიარქოში  პრესკონფერენცია გაიმართა.

 

უკვე მე-5 წელია საქართველოს ეკლესია ერთკვირიანი მსვლელობით აღნიშნავს წმინდა ანდრია მოციქულისა და აწყურის ღვთის მშობლის ხატის შემობრძანებას საქართველოში. ხატით მოგზაურობა იწყება 10 მაისს და მთავრდება 17 მაისს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში. წლევანდელი მსვლელობა განსაკუთრებულია იმითაც, რომ ეს მსვლელობა დაემთხვა ამაღლების დღესასწაულს. ამიტომ, წირვის შემდეგ 11:30 საათზე ხალხი შეიკრიბება "ვარდების მოედანზე" სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ.

მსვლელობა რუსთაველის გამზირის გავლით შეუერთდება ქაშვეთის წმინდა გიორგი ეკლესიასთან წირვაზე მოსულ ხალხს და სამღვდელოებასთან ერთად, ყველანი გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ.

1. ქაშვეთის ეკლესიასთან დაილოცება 300-მდე ოჯახი ( რომელთაც 6 შვილი ჰყავთ. შვიდი და მეტი შვილი ვისაც ჰყავს, უკვე დალოცა მისმა უწმიდესობამ).

2. 17 მაისს სხვადასხვა ადგილზე 400-ზე მეტი წყვილი დაიწერს ჯვარს, სამების ტაძარში კი მათი რიცხვი 40-ზე მეტი იქნება(ეს ის ოჯახებია, რომლებიც დიდი ხანია შეიქმნა, მაგრამ ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი)

3. 20:00 საათზე რუსთაველს თეატრში ჩატარდება ღონისძიება, რომელიც მრავალშვილიან ოაჯხებს მიეზღვნება", - განაცხდეს საპატრიარქოში.

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

2 საათის წინ

"თბილისის ყველა კლუბის კარი ღიაა. 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული BASSIANI-ის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ელექტრონული...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054