მშვენიერაძე: აქტივისტი, რომელიც "ყვითელი ავტობუსით უსაფრთხოდ წაყვანას" თანხმდება, დამარცხებულია

მშვენიერაძე: აქტივისტი, რომელიც "ყვითელი ავტობუსით უსაფრთხოდ წაყვანას" თანხმდება, დამარცხებულია

"არასოდეს ავსულვარ და არც მომავალში ჩავჯდები პოლიციის მიერ მოყვანილ ყვითელ ავტობუსში, რადგან მიმაჩნია, რომ სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც "ყვითელი ავტობუსით უსაფრთხოდ წაყვანას" თანხმდება უკვე დამარცხებულია" - არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.

"არგუმენტი, რომ "ეს თქვენი უსაფრთხოებისთვის კეთდება" არის სამარცხვინო. ჩვენ მშვიდობიანი ადამიანები ვართ და არაძალადობრივად ვიბრძვით საკუთარი უფლებებისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ჩვენ ფიზიკურად არავის ვერჩით და არავისზე ვძალადობთ. ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მისი თითოეული მშვიდობიანი მოქალაქე და ყვითელი ავტობუსებით პოლიციამ ატაროს დაკავებული მოძალადეები", - წერს გიორგი მშვენიერაძე.

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

2 საათის წინ

"თბილისის ყველა კლუბის კარი ღიაა. 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული BASSIANI-ის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ელექტრონული...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054