15 მაისს ფოლკლორის ცენტრში  ნიკო ფიროსმანის 100-წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

15 მაისს ფოლკლორის ცენტრში ნიკო ფიროსმანის 100-წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

15 მაისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის "გალერეაში", ნიკო ფიროსმანის სახელობის საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაციის ინიციატივით, გაიხსნება ნიკო ფიროსმანის 100-წლისთავისა და ასოციაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საგაზაფხულო გამოფენა. გამოფენის ორგანიზატორი და მხარდამჭერი - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

გამოიფინება ასოციაციის წევრი ოცდაორი მხატვრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ასამდე ნიმუში - სხვადასხვა მეთოდით (ჭედურობა, ფილიგრანი) შესრულებული საიუველირო ნაკეთობები. 

ფირსომანის სახელობის საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაცია დაფუძნდა 1988 წელს. ატარებს შემოქმედებით ღონისძიებებს: ძირითადად, აწყობს გამოფენებს საქართველოსა თუ საზღვარგარეთ. ასოციაციაში გაერთიანებულია 64 ქართველი და უცხოელი მხატვარი - პროფესიონალებიც და თვითნასწავლებიც.

ექსპონატები გამოირჩევა მრავალფეროვნებით, დახვეწილი ტექნიკითა და ტრადიციული ქართული ხელწერით.

გამოფენა გაიხსნება 18 საათზე. დაიხურება 21 მაისს

ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი კონცერტის დაწყებამდე ქართულ მედიას შეხვდება

ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი კონცერტის დაწყებამდე ქართულ მედიას შეხვდება

18 საათის წინ

შეგახსენებთ, რომ ჯეიმს ბლანტი პირველი სოლო მომღერალია, რომელიც Black Pearl Live  მოწვევითა და ორგანიზებით საქართველოს სპეციალურად ამ დღისთვის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრება  და ფესტივალში "დამოუკიდებლობის დღე" მიიღებს მონაწილეობას...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237