გიორგი ჩოგოვაძე: არა ნარკოტიკს! არა ნარკოტიკის პროპაგანდას!

გიორგი ჩოგოვაძე: არა ნარკოტიკს! არა ნარკოტიკის პროპაგანდას!

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ნარკოტიკების პროპაგანდა და იმის, რაც ახალისებს და შესაბამისად, ზრდის ნარკოტიკების მოხმარებას საქართველოში. ამის შესახებ ის facebook-ის გვერდზე წერს. 

"ამ დილით ჩემს შვილთან საუბარმა მიბიძგა, რომ ვთქვა:

1. არა ნარკოტიკს! იმის მიუხედავად, როგორ "შევამსუბუქებთ" ყველანაირი ნარკოტიკი (საკლუბო, მსუბუქი, და ა.შ.) არის ნარკოტიკი და შესაბამისად, დამაზიანებელი/დამყუპველი!

2. არა ნარკოტიკის პროპაგანდას! დაუშვებელია ნებისმიერი პირდაპირი, თუ ირიბი ფორმით პროპაგანდა ნარკოტიკებისა და ყველაფერი იმის, რაც ახალისებს და შესაბამისად, ზრდის ნარკოტიკების მოხმარებას საქართველოში.

3. გულითადი თხოვნა ჩემს დებთან და ძმებთან: როდესაც ვინმეს მოუყვებით "მსუბუქი" ნარკოტიკების ქვეშ როგორი" სასწაული" დრო ატარეთ ბერლინის თუ თბილისის კლუბებში, მიმოიხედეთ ვინმე ახალგაზრდა, ან ბავშვი ხომ არ გისმენთ და გიყურებთ?",-წერს ჩოგოვაძე. 

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

2 საათის წინ

"თბილისის ყველა კლუბის კარი ღიაა. 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული BASSIANI-ის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ელექტრონული...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054