ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკისგან ჩვენი რეფორმების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა გვაქვს

ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკისგან ჩვენი რეფორმების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა გვაქვს

"ეს არის პირველი ვიზიტი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო ბანკის 10 აღმასრულებელი დირექტორია ჩამოსული და მათი ვიზიტის მნიშვნელობა ძალიან მაღალია", - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრსა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებს შორის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ ახლა მსოფლიო ბანკთან ვიმყოფებით პროცესში, როცა უნდა დამტკიცდეს ქვეყნის ჩარჩო-ხელშეკრულება შემდგომ 4-5 წელიწადზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელმა დირექტორებმა, რომლებიც არიან საბჭოს წევრები, თვითონვე მოისმინონ ასე ვთქვათ, პირველი ხელიდან იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს და შესაბამისად განსაზღვრონ, თუ რა საჭიროება აქვს ჩვენს ქვეყანას საჭირო  რეფორმებისა და ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად. საქართველოს  პრემიერმინისტრმა დეტალურად გააცნო მათ ის რეფორმები,  რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა მსოფლიო ბანკისგან", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს 2019-2022 წლებში დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. მინისტრის განცხადებით, მუშავდება  მსოფლიო ბანკთან სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგია, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასთან.

ბახტაძე: ყველას გილოცავთ ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან - დამოუკიდებლობის დღეს

ბახტაძე: ყველას გილოცავთ ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან - დამოუკიდებლობის დღეს

27 წუთის წინ

"მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღე-26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე! ზუსტად 100 წელი გავიდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. გისურვებთ ერთიან, დემოკრატიულ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237