ქუმსიშვილი: საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალია

ქუმსიშვილი: საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალია

"ჩვენთვის ძალიან საინტერესოა უზბეკეთში როგორც ექსპორტი, აგრეთვე ის ტრანზიტული შესაძლებლობები, რომელიც შეგვიძლია უზბეკურ მხარეს შევთავაზოთ საკუთარი პროდუქციის მესამე ქვეყნებში გადასატანად“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.

"უზბეკეთთან ჩვენ გვაქვს პოზიტიური სავაჭრო ბალანსი შარშანდელი წლის მდგომარეობით და ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება. თუმცა მოცულობები, რომელიც უზბეკეთთან გვაქვს, არ შეესაბამება იმ შესაძლებლობებს, რომლებიც გაგვაჩნია. ამდენად,  ჩვენი ამოცანაა, ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და დამატებითი დოვლათი", - აღნიშნავს ქუმსიშვილი.

უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დღის წესრიგითაც გათვალისწინებულია მონაწილეობის მიღება საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაში. დელეგაციას უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი ხელმძღვანელობს.

"ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ როგორც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის განვითარების, ასევე იმ ტურისტული პოტენციალის განვითარების მიმართულებით, რომელიც გვაქვს. ასევე ვისაუბრეთ პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ თბილისსა და ტაშკენტს შორის, რომელიც შესაძლოა, დაიწყოს. ვფიქრობთ, რომ აქ პოტენციალი საკმაოდ მაღალია და ის ტურიზმის განვითარებას დაეხმარება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა თანამშრომლობის მიმართულებები ტრანსპორტის სფეროში. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა პრიორიტეტულად განიხილავს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებასა და რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის ფორმირებას, რაც  აღნიშნულ დერეფანში საერთაშორისო ტვირთ და მგზავრთ ნაკადების ზრდაში უნდა აისახოს. შეხვედრაზე მხარეები საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

SOLO და Eastern Promotions, Black Sea Arena-ზე წარმოგიდგენთ ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტს

SOLO და Eastern Promotions, Black Sea Arena-ზე წარმოგიდგენთ ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტს

3 საათის წინ

2017 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი კონცერტი არტისტმა წელს, ზაფხულში გადმოიტანა.შარშან შეძენილი ბილეთებით მაყურებელი Black Sea Arena-ზე შესვლას  შეუფერხებლად შეძლებს. 16 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია 30 ივნისის კონცერტზე; 17 სექტემბრის ბილეთებით...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054