დავით ბერძენიშვილი: ივანიშვილმა პირადი მინისტრის, გახარიას მეშვეობით პრემიერი გააბანძა(ინტერვიუ)

დავით ბერძენიშვილი: ივანიშვილმა პირადი მინისტრის, გახარიას მეშვეობით პრემიერი გააბანძა(ინტერვიუ)

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, შსს-მ კანონი დაარღვია, როდესაც სპეცრაზმი კლუბებში შეიჭრა. პოლიტიკოსის თქმით, ამ დროს ნარკორეალიზებაში ეჭვმიტანილი პირები უკვე დაკავებული ჰყავდათ და არანაირი საჭიროება აღარ იყო, რომ სპეცოპერაცია კლუბებში ჩატარებულიყო.

ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა „აიპრესთან“ ინტერვიუში ისაუბრა, რომლის თქმითაც, ახალგაზრდებმა ბიძინა ივანიშვილის ხელუკუღმა გაუპარტყუნეს.

ბერძენიშვილი იმასაც ამბობს, რომ ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების ეს რაოდენობა ვერ იქნება თუ ხელისუფლების მაღალჩინოსნების ინტერესები ან მათი მფარველობა არაა, ამიტომ პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საკუთარ წიაღში უნდა ეძებოს დამნაშავე.

გასული 2 დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების რეზიუმე გააკეთეთ თუ შეიძლება. დაწყებული კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციით, გაგრძელებული აქციით და სპეცოპერაციით...  დაგრჩათ თუ არა კითხვები შსს-ს და ამ კონტაქციის მართულობასთან დაკავშირებით და რა კითხვები?

"კონტრაქცია" ხელისუფლების მიერ შექმნილი გავეშებული ორგანიზებული ჯგუფების ძალიან მშვიდობიანი ტერმინია. სანდრო ბრეგაძე რომ ხელისუფლების და სუს-ის კადრია ეს უდავოა. ეს წლებია ასეა, სულ იმ ორბიტაშია, სადაც ევროპის საწინააღმდეგო და რუსეთის სასარგებლო საქმეები კეთდება. ყოველთვის ყველა ხელისუფლებისთვის მას იყენებდნენ. ახლა გამახსენდა, რომ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ძირითადი კანდიდატი იყო თინა ხიდაშელი საბურთალოს ოლქში და ბოლო მომენტში ძალიან დიდი ფულის სანაცვლოდ ჩასვეს სანდრო ბრეგაძე და რაღაც 4 % აიღო, ხიდაშელმა 32% და იმ რამდენიმე პროცენტით მოახერხა ხელისუფლების კანდიდატმა მოგება. მიშა სააკაშვილის დროსაც კი სანდრო ბრეგაძე ხელისუფლების ინსტრუმენტი იყო. მანამდე აბაშიძის იყო, მერე ამ ხელისუფლების. სრულიად გასაგებია, რომ „მარში“, სანდრო ბრეგაძე და ძმანი მისნი იკრიბებიან ეს არის ხელისუფლებისგან კონტროლირებადი ადამიანების კრებული.

მეორეა ის, რომ გახარია სანამ თავად მიბრძანდებოდა, მანამდე დესანტი გადასხა სწორედ, ამ ბრეგაძეების სახით. მე არ ვამბობ, რომ ვინც იქ კუნთმაგარი იყო, ყველა სპეცრაზმისგან კონტროლირებადი იყო. მაგრამ მათი მოთავეები კი კონტროლდებიან. გინდა ბრეგაძე იყოს, გინდა გაბედავა და გინდა სხვა.

ახალგაზრდების დისკრედიტაციის მცდელობა იყო. ეს არის ჩემი შვილების თაობა. რეალურად ხელისუფლება, „მარშისტები“ და საპატრიარქო არის ერთი მხარე. ბიძინა ივანიშვილი თავის ბერათი, თავის პირადი მზარეულით, პირადი ექიმით, პირადი მინისტრი გახარიათი, პატრიარქით,  "მარშისტებით", კონტრაქციად წოდებულით ეს ყველა ერთად ერთი მხარეა. ეს არის საქართველოს პროგრესის საწინააღმდეგო მხარე. ივანიშვილი ვერ გასცდა სააკაშვილის ხელისუფლებიდან გაშვების ინსტრუმენტის ფუნქციას.

ანუ. მინისტრის აქციაზე მისვლით შოუ დაიდგა? ამას ამბობთ?

არა. ადამიანები, რომლებმაც გამოხატეს პროტესტი იყო სპონტანური მას შემდეგ რაც კლუბებში შევარდნენ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მერე აღმოჩნდა, რომ რეალიზატორობაში ეჭვმიტანილები კლუბებში არც ყოფილან და კლუბის გარეთ, რამდენიმე საათით ადრე დაუკავებიათ. არავითარი სამართლებრივი საჭიროება და აუცილებლობა არ არსებობდა, რომ კლუბებში შეიარაღებულები შევარდნილიყვნენ.

სამართლებრივ საფუძვლების შესახებ თუ ვისაუბრებთ, ოპერატიული საქმიანობის შესახებ კანონის მეორე მუხლი და სხვა მუხლებიც დარღვეულია. იმიტომ რომ არა მარტო ფიზიკური პირების, არამედ იურიდიული პირების-კლუბების უფლებებიც დარღვეულია. აღდგება თუ არა კლუბი „ბასიანი“, მისი რეპუტაცია როგორია, რამდენად უსაფრთხოდ იქნება მიჩნეული, ჩამოვლენ თუ არა იქ ტურისტები, მუსიკოსები და ა. შ. მოკლედ კანონი დარღვეულია. ეს ადამიანები, ვინც აქციაზე გავიდნენ საკუთარი უფლებების და სხვების უფლებების დაცვას ცდილობდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რომლებიც კლუბთან კავშირში არც არის. შეიძლება ნამყოფიც არ იყოს, მაგრამ მათ იციან რომ ბიძინა ივანიშვილმა სწორედ თავისუფლების კუნძულს დაარტყა.

ასეთი იარლიყიც მიაკრეს აქციის მონაწილეებს რომ ისინი იცავდნენ "ბარიგებს" (ამ ტერმინს გამოიყენებდნენ)...

ეს არასერიოზული შეფასებაა. არაკვალიფიციური ბრალდებაა. „ბარიგები“ კლუბებში არ დადიან. დიდი „ბარიგები“ საზღვარზე თვითონ დადიან. ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა ნარკორეალიზატორების, ნარკოტიკების დამამზადებლების, რომელიც გადაჯაჭვულია სახელმწიფო ხელისუფლებასთან. ამიტომ, რაც მეტი ნარკოტიკი იქნება ქვეყანაში, მით მეტია ხელისუფლების პასუხისმგებლობა. საკუთარ წიაღში ეძებოს ხელისუფლებამ. საზღვარი კლუბ „ბასიანს“ არ ეკუთვნის, სახელმწიფოს ეკუთვნის.

იმ აზრს ანვითარებთ, რომ ხელისუფლების მფარველობის გარეშე მსხვილი ნარკორეალიზატორები ამ რაოდენობით ვერ იქნება ქვეყანაში?

ხელისუფლების საკმაოდ გავლენიანი და უშუალო ინტერესის გარეშე წარმოუდგენელია ამ მასშტაბის ნარკოტიკების შემოტანა ქვეყანაში. ამიტომ ხელისუფლებას პირველ რიგში საკუთარ წიაღში აქვს საძიებელი, ვინ არიან დამნაშავეები.

მე უფრო ფართოდ მინდა შევხედო იმას, რომ ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ არჩევნებისადმი ჩვეულებრივ ინდიფერენტული ნაწილი ჩვენი საზოგადოების გადაიმტერა. ამ ახალგაზრდობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა და მათმა მხარდამჭერებმა ბიძინა ივანიშვილს ხელუკუღმა გაუპარტყუნეს და უთხრეს რომ არჩევნებიც მოვა. აქ მთავარი არ არის ნარკოპოლიტიკა, ვეღარ მოატყუებენ „თეთრი ხმაურის მოძრაობას“, როგორც თვითმმართველობის არჩევნების წინ მოატყუეს, „ჩუმად იყავით და კანონს მივიღებთო“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ ივანიშვილმა აღნიშნა ხელახლა გახელისუფლება. დღისით სიტყვა წაიკითხა და საღამოს ასობით ადამიანი შეიჭრა კლუბებში და დაიწყეს მასობრივი დარბევები. პოლიციის დიდი ნაწილი მოიქცა კანონის დარღვევით და ფიზიკურად დაუპირისპირდა ადამიანებს როგორც დინამოსთან, ისე რუსთაველზე. „დინამოსთან“ კადრები ნაკლებია, მაგრამ ალბათ იქნება. რაც შეეხება რუსთაველზე, ვხედავდით როგორ შევარდებოდნენ ხოლმე პოლიციელები მომიტინგეებში და იტაცებდნენ მათ. ეს ყველაფერი არის შემადგენელი ნაწილები. მთავარი არის ის, რაც მკაფიოდ დავინახე: ქვეყანაში ყალიბდება ორი მხარე. ერთი ეს არის ბიძინა ივანიშვილის, პატრიარქის, მღვდელმსახურის დიდი ნაწილის და „მარშის“ ერთობა. საპატრიარქოს განცხადება სამარცხვინო იყო, რომელიც „მარშისტული“ იყო. ეს იყო წამქეზებლური განცხადება.

ივანიშვილს რაც შეეხება, ის ბიტკოინის მომჭრელად ჩამოლაბორანტდა. მას აშკარად აქვს პრობლემები ინტელექტთან. თანამედროვე პოლიტიკისთვის გაცილებით მეტი ცოდნაა საჭირო.

გახარიაზე აქციაზე მისვლაში პროგრესი საერთოდ ვერ დაინახეთ? თუნდაც იმიტომ რომ ასეთი რაღაცები არ ხდება და პირველად მივიდა შს მინისტრი აქციაზე...

დავინახე ერთი რამე. ბიძინა ივანიშვილმა კვლავ გააბანძა პრემიერი კვირიკაშვილი. ამ კაცს აქვს ფანტასტიური უნარი რომ იყოს თვითგაბანძების უზრუნველმყოფი. ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი იყო, რომ დაემკვიდრებინა აზრი, რომ კვირიკაშვილი არავინ არ არის, რომ ის არის უავტორიტეტო.

მეორე, კახი კალაძესაც რამე პრეტენზიები არ გამოაჩნდეს და კალაძის რეპუტაციაც ძალიან შეილახა. მისი პირადი მინისტრის გახარიას მეშვეობით მორიგი შიდასახელისუფლებო ოპერაცია ჩაატარა.

ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა?

მან ვერაფერი ვერ მოკლა. ამაშია საქმე. ბოლო პერიოდში ივანიშვილზე დაბალი აზროვნების ვარ. მას არ აქვს რესურსი საკუთარ ხელისუფლებაზე პერმანენტული გამარჯვებებით ხელისუფლების სტაბილურობა შექმნას. ივანიშვილი მისი პირადი მინისტრებით, ოჯახის წევრებით ბუნებრივია ვეღარ მართავს ვითარებას. ისე რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს. ივანიშვილს აწყობს, რომ ისევ მიშა სააკაშვილი იყოს მისი მტრის ხატი და ამას ხატავს სააკაშვილიც, მაგრამ ეს უკვე გაილია და სასაცილო გახდა. ამიტომ, არ გამოუვა ივანიშვილს მიშასგან მორიგი მტრის ხატის შექმნა. ივანიშვილს ჰგონია, რომ მოიგო, მაგრამ სინამდვილეში მან უზურუნველყო მისი მარცხის სერიოზული სტარტი.

შალვა შავგულიძე: თუ კითხვები უპასუხოდ დარჩა, ეს ნიშნავს, რომ "ოცნება" ძალადობის გზას დაადგა (ინტერვიუ)

შალვა შავგულიძე: თუ კითხვები უპასუხოდ დარჩა, ეს ნიშნავს, რომ "ოცნება" ძალადობის გზას დაადგა (ინტერვიუ)

15 მაისი, 2018

ამის შესახებ შალვა შავგულიძემ "აიპრესთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, კიდევ უფრო მძიმე სურათი იყო კონტრაქციის გამართვის დროსაც და ხელისუფლების ვალდებულებაა გამოკვეთოს სისხლის სამართლის დანაშაული, წინააღმდეგ შემთხვევაში ნათელი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237