NATO-ს წარმომადგენელი: საქართველოსთვის ალიანსთან თანამშრომლობა ეკონომიური წინსვლის გარანტია

NATO-ს წარმომადგენელი: საქართველოსთვის ალიანსთან თანამშრომლობა ეკონომიური წინსვლის გარანტია

ნატო-საქართველოს საზღვაო თანამშრომლობის საკითხებზე, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხელმძღვანელმა, კომოდორმა მაიკლ ათლმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ნატო ქვეყნის როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური წინსვლის გარანტია.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახლავთ ვითანამშრომლოთ მჭიდროდ საქართველოსთან, ამ რეგიონში, რათა გაიზარდოს ურთიერთთავსებადობა. ნატო-ს და საქართველოს გემებს შეუძლიათ თანამშრომლობა. თავისუფლება აუცილებელი წინაპირობა გახლავთ ეკონომიკური წარმატებისთვის, ამიტომ ნატო თანამშრომლობს საქართველოსთან, რომ ქვეყნაში ეკონომიკური წინსვლა მოხდეს, რათა ეს დადებითად აისახოს თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე,“-განაცხადა მან.
პრესკონფერენციაზე სიტყვით შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თემურ კეკელიძე გამოვიდა. მისი განცხადებით, ნატო-ს გემების ვიზიტი მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკურად, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.
"პოლიტიკუტრი კუთხით ეს გამოხატავს ნატო-ს მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ამავე დროს მას აქვს პრაქტიკული დანიშნულება, რაც გულისხმობს ერთობლივ წვრთნებს სანაპირო დაცვის ხომალდებთან ერთად და ერთობლივ მანევრირებას. მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული ასეთი ვიზიტი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების გაძლიერებაზე,“- აღნიშნა თემურ კეკელიძემ.

შეგახსენებთ, 1200-მდე სამხედრო პირი ფოთში ოთხი დღე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ნატო-ს სამხედრო საზღვაო ჯგუფში (SNMG2) შემავალი 4 ქვეყნის - ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის გემები ფოთის ნავსადგურს 17 მაის დატოვებენ.

გურჯაანში სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები დამონტაჟდება

გურჯაანში სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები დამონტაჟდება

9 საათის წინ

"16 ცალი რადარი მერიას უკვე შეძენილი აქვს. წელს გაფორმდა მეორე ეტაპი ხელშკრულების, რადარების შეძენაზე, სულ თანხით 53 ათას 924 ლარი. ჯერჯერობით ლოკაციები განსაზღვრული არ არის. ამას საპატრულო პოლიცია და საგზაო დეპარტამენტი ერთობლივად...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237