ნარკოტიკის ვაჭრობისთვის დაკავებულ  8 პირს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ნარკოტიკის ვაჭრობისთვის დაკავებულ 8 პირს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 2018 წლის 12 მაისს შსს-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების ვაჭრობისთვის დაკავებულ 8 პირს, აღკვეთი ღინოსძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, უწყების ოფიციალური ინფორმაციით, "შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი პროკურორი ზაზა სარალიძეს ხვალ დახურულ რეჟიმში შეხვდება

მთავარი პროკურორი ზაზა სარალიძეს ხვალ დახურულ რეჟიმში შეხვდება

2 საათის წინ

"25 მაისს, საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრას გამართავს. გამომდინარე იქედან, რომ საქმე ეხება მკვლელობის ფაქტს, რომელშიც ბრალდებული პირები არიან არასრულწლოვნები, სასამართლო განხილვა...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054