ჭიაბერაშვილი: შსს ძალადობრივი შოუების დადგმით ცდილობს დაფაროს თავისი არაკომპეტენტურობა

ჭიაბერაშვილი: შსს ძალადობრივი შოუების დადგმით ცდილობს დაფაროს თავისი არაკომპეტენტურობა

შსს არაეფექტურია ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის საქმეში და ესეთი ძალადობრივი შოუების დადგმით ცდილობს დაფაროს თავისი არაკომპეტენტურობა და უმოქმედობა-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე საუბრისას განაცხადა. 

"საპარლამენტო უმრავლესობა, რომ იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური გუნდი და არა ივანიშვილის ხუშტურების მიხედვით მოქმედი, მაშინ პირველ რიგში ის უნდა იბარებდეს შს მინისტრს და ჩვენ ვიბარებთ შს მინისტრს პარლამენტში.

საჯარო მოსმენაზე პასუხს უნდა სთხოვდეს, თუ რამ გამოიწვია მოქალაქეების მიმართ ასეთი ძალადობა პარასკევს საღამოს ან რატომ მართავს სუს-ი და შსს ძალადობრივ, პრორუსულ, ფაშისტურ ჯგუფებს.

რაც შეეხება სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკის ჩამოყალიბებას, მათ შორის ნარკოპოლიტიკას, შსს ძალადობრივი შოუების დადგმით ცდილობს დაფაროს თავისი არაკომპეტენტურობა და უმოქმედობა", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

27 წუთის წინ

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054