გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ერთად, დონბასის რეგიონს ეწვია

გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ერთად, დონბასის რეგიონს ეწვია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ერთად, აღმოსავლეთ უკრაინში დონბასის რეგიონს ეწვია. 

დელეგაციის წევრებმა ადგილზე მოინახულეს საომარი კონფლიქტის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლები და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

„დონბასში მცხოვრები ადამიანები ამ კონფლიქტის მსხვერპლნი არიან. საცხოვრებელი სახლების, საავადმოყოფოების და სკოლების განადგურებამ, ასევე სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის მოშლამ რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა. თუ კი კონფლიქტის სრულყოფილად გადაწყვეტას გარკვეული დრო კიდევ სჭირდება, არანაირი საფუძველი არ არსებობს ჰუმანიტარული ტრაგედიის გაგრძელების“, - განაცხადა გიგი წერეთელმა. მანვე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული სიტუაციის შემსუბუქების აუცილებლობაზე ისაუბრა.

საპარლამენტო დელეგაციამ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, იგნასიო ამორ სანჩესის, სპეციალური მომხსენებლების ილკა კანერვას, კენტ ჰარსტედტის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის, რობერტო მონტელას მონაწილეობით, კრამატორსკის, ბახმუტის და მაიორსკის დასახლებებში არასამთავრობო და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. სამოქალაქო საზოგადოების და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ უკრაინის კრიზისის თაობაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, საერთაშორისო ფორუმის მაღალი ტრიბუნიდან, ბერლინში, 7-11 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ იმსჯელებს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი უკრაინელი დეპუტატების და ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ორგანიზებით გაიმართა.

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

26 წუთის წინ

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054