ევროპული საქართველო: საჭიროა მოძალადეების დაკავება და ფაშისტური ჯგუფების წინააღმდეგ მოქმედება

ევროპული საქართველო: საჭიროა მოძალადეების დაკავება და ფაშისტური ჯგუფების წინააღმდეგ მოქმედება

ფაშისტური და პრორუსული დაჯგუფებები მთელი დღის განმავლობაში ძალადობენ და ალყაში ჰყავთ მშვიდობიანი დემონსტრანტები. ამას გარდა, ისინი ღიად მოუწოდებენ ძალადობისკენ.

 ადგილზე მყოფი სამართალდამცავების რაოდენობა არაა საკმარისი, ქმედებები კი ვითარების შესაფერისი.

ამ ჯგუფების მოქმედებები და განცხადებები სრულ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ იმოქმედონ და დააკავონ მოძალადეები.

არსებობს ყველა კანონიერი საფუძველი ამ ჯგუფების იზოლირებისა და რუსთაველის გამზირიდან იძულებით გარიდებისთვის. წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობისკენ დამატებით მოწოდების შემთხვევაში, ისინი უნდა დააპატიმრონ. ამის უზრუნველსაყოფად საჭიროა დამატებით პოლიციელების მობილიზება.

ბოლო წლების განმავლობაში ამ ჯგუფების დაუსჯელობასა და წახალისებაზე მთელი პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას აკისრია.

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

45 წუთის წინ

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054