"ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, განცხადებას ავრცელებს

"ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, განცხადებას ავრცელებს

"ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე. განცხადებას ავრცელებს.

"1. ხელისუფლება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა იყოს უკომპრომისო, მით უფრო ბოლოდროინდელი გახშირებული ტრაგიკული ფაქტების გათვალისწინებით;

2. 12 მაისის ღამის სპეცოპერაციას, არაფერი ჰქონდა საერთო ნარკოდანაშაულთან ბრძოლასთან. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რაც მიზნად ისახავდა დაშინებასა და ძალის დემონსტრირებას;

3. გუშინდელი აქცია კი იყო პასუხი ძალადობაზე! აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ, ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მხარდამჭერებიც, თუმცა მონაწილეთა აბსოლიტურ უმრავლესობას წარმოადგენდნენ ისინი, ვისთვისაც პროტესტის ძირითადი მიზანი იყო ძალადობის დაგმობა და ხელისუფლებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება;

4. ხელისუფლება, სხვადასხვა საშუალებებით, მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოებაში დაამკვიდროს აზრი, რომ მათ წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი აქციის მონაწილეების ასოცირდება მოხდეს ნარკომანებთან, მოძალადეებთან, არეულობის მომწყობებთან, რითიც ცდილობს საპროტესტო მუხტის დაკნინებასა და პროცესის მარგინალიზებას;

5. ვერ ავაშენებთ თავისუფალ და ძლიერ სახელმწიფოს, თუ არ გვექნება განსხვავებული აზრის პატივისცემა და არ დავიცავთ სხვათა უფლებასა და თავისუფლებას;

6. ფაქტია, ხელისუფლების მიმართ გაზრდილია ნეგატიური განწყობა, შესაბამისად, საზოგადოების მცირე ჯგუფებად დახლეჩა-დანაწილება შედის ხელისუფლების ინტერესში, იმისთვის რომ არ მოხდეს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების კონსოლიდირება და პროტესტის ერთიანი მუხტის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართვა", - ნათქვამია განცხადებაში.

რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

21 წუთის წინ

ქვედანაყოფთან ერთად სამშობლოში ავღანეთში სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობაც დაბრუნდა. ქართული ქვედანაყოფი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდა. მათი მთავარი ამოცანა დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054