დღეს ტოკიოში სუმოს მაისის ბაშო იწყება

დღეს ტოკიოში სუმოს მაისის ბაშო იწყება

დღეს ტოკიოში ნაცუ ბაშოს ანუ ზაფხულის ბაშო აიღებს სტარტს. მსაჯთა კოლეგიამ საწყისი ორი დღის წყვილები განსაზღვრა. ტოჩინოშინს - ლევან გორგაძეს (სიმაღლე - 191სმ, წონა - 169კგ), მეტოქედ პირველ დღეს აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა, იაპონელი შოჰოზანი (სიმაღლე - 178სმ, წონა - 141კგ), ხოლო მეორე დღეს კი - დასავლეთის მე-2 მაეგაშირა, ასევე იაპონელი აბი (187სმ, წონა - 140კგ) ეყოლება. პირველთან ლევანი აშკარა უპირატესობას ფლობს - 12:5, მეორეს კი პირველად შეხვდება.

ტოკიოს ნაცუ ბაშოზე აღმოსავლეთის სეკივაკე ტოშინოშინის უმთავრესი მეტოქეები იქნებიან: იოკოძუნები მონღოლეთიდან - ჰაკუჰო და კაკარიუ, ოძეკი იაპონიიდან გოეიდო, დასავლეთის სეკივაკე, მონღოლო იჩინოჯი, კომოსუმები იაპონიიდან - მიტაკეუმი და ენდო.

ბაშოზე ლევანის უმთავრესი ამოცანა ოძეკის წოდების მოპოვებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობის, 10 შეხვედრის მოგებაა, რაც, ბაშოსწინა სავარჯიშო შეხვედრების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ტოჩის არ უნდა გაუჭირდეს. თავდაპირველად ტოჩიმ 14 შეხვედრიდან 11-ში იმარჯვა და აქედან სამჯერ იოკოძუნებთან -კისენოსატოსთან(2-ჯერ) და კაკარუისთან. ამის შემდეგ ტოჩი 11-ჯერ მხოლოდ იოკოძუნა კისენასოტოსთან იბრძოდა და იგი ცხრაჯერ დაამარცხა. სულ ბოლოს, 5 მაისს კი, სძლია რა კომოსუბ მიტაკეუმს 3:1, თანაკლუბელ ტოჩინობორთან შერკინებაში აშკარად შეეცადა მტკივანი მხარის გაფრთხილებას და დათმო შეხვედრა 1:3

დღესვე რანგით ერთით დაბალ ჯურიო დივიზიონში დასავლეთის მე-2 ნომრად განთესილი გაგამარუ - თეიმურაზ ჯუღელი შეეცდება წარმატების მიღწევას და უმაღლეს, მაკუჩი დივიზიონში აღზევებას.

ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა

ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა

1 საათის წინ

ლევანმა დღეს მოტეხილი ხელით იბრძოლა იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ და დამარცხდა. ამ ბაშოზე დღემდე ორივე სუმოისტი ერთნაირი შედეგით - 12 გამარჯვება ერთადერთი მარცხის წილ, ინაწილებდა პირველ-მეორე ადგილებს. მეტოქეები წელს ორჯერ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237