ზურაბ პატარაძე გამოფენას "Expo Batumi Travel 2018" ესტუმრა

ზურაბ პატარაძე გამოფენას "Expo Batumi Travel 2018" ესტუმრა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო შერატონში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენას „Expo Batumi Travel 2018” ესტუმრა და საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტული სექტორის მიერ წარმოდგენილ პოტენციალს გაეცნო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გამოფენაზე იმყოფებოდა ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი.

მიმდინარე წელს გამოფენაში 10-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი კომპანია ღებულობს მონაწილეობას. „Expo Batumi“ ტურიზმის ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო გამოფენაა საქართველოში, რომელსაც ყოველწლიურად კომპანია „GEONET EXPO"მართავს.

რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება

რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება

1 საათის წინ

რაბათის ციხის კომპლექსის ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელობასა და მისი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237