რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმია მობილიზებული (ფოტორეპორტაჟი)

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმია მობილიზებული (ფოტორეპორტაჟი)

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზე იმყოფება "აიპრესის" კორესპოდენტი. როგორც მის მიერ მოწოდებული კადრებიდან ჩანს, სპეცრაზმი გადაადგილდება რუსთაველის გამზირის პერიმეტრზე.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია, მონაწილეები შსს-ს მიერ ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. 

შეგახსენებთ, რომ ღამის კლუბში შსს-მ 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამის შესახებ მათ განცხადებაშია ნათქვამი:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

2 საათის წინ

"თბილისის ყველა კლუბის კარი ღიაა. 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული BASSIANI-ის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ელექტრონული...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054