ნაჯა ორაშვილი: "ბასიანის" დამფუძნებლები ზვიად გელბახიანი და ტატო გეთია დაკავებულები არიან!

ნაჯა ორაშვილი: "ბასიანის" დამფუძნებლები ზვიად გელბახიანი და ტატო გეთია დაკავებულები არიან!

ამ წუთებში ამ ინფორმაციას ავრცელებს სოციალურ ქსელში "ბასიანის" თანამფლობელი ნაჯა ორაშვილი.

"უკომენტაროდ "ჩემი საქართველო აქ არის"

p.s დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულები არიან ჩემი მეგობრები, ბასიანის დამფუძნებლები: ტატო გეთია, ზვიად გელბახიანი. ასევე დაკავებულია უამრავი მოცეკვავე, დაკავებულია დავით ლეჟავაც." - წერს ნაჯა ორაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ღამის კლუბში შსს-მ 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამის შესახებ მათ განცხადებაშია ნათქვამი:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი პროკურორი ზაზა სარალიძეს ხვალ დახურულ რეჟიმში შეხვდება

მთავარი პროკურორი ზაზა სარალიძეს ხვალ დახურულ რეჟიმში შეხვდება

2 საათის წინ

"25 მაისს, საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრას გამართავს. გამომდინარე იქედან, რომ საქმე ეხება მკვლელობის ფაქტს, რომელშიც ბრალდებული პირები არიან არასრულწლოვნები, სასამართლო განხილვა...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054