თამარ ჩერგოლეიშვილი: ანტიდისკრიმინაციული კანონი ივანიშვილის ჩარევის გარეშე არ მიუღიათ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ანტიდისკრიმინაციული კანონი ივანიშვილის ჩარევის გარეშე არ მიუღიათ

ამის შესახებ "ტაბულას" დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში" განაცხადა.

"ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების პროცესშიც ბიძინა ივანიშვილის ჩარევა გახდა საჭირო. ივანიშვილის ჩარევის გარეშე ანტიდისკრიმინაციული კანონი არ მიუღიათ. თუ სწორად მახსოვს ჯერ კიდევ პრემიერი იყო, თუ ახალი წასული იყო. 17 მაისი, რასაც მოჰყვა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება მოხდა, მაშინ როდესაც ივანიშვილი პრემიერი იყო. ანუ ჯერ კიდევ ახალი წასული იყო და ჯერ კიდევ ძლიერი იყო მისი ჩრდილი პარტიაში. ივანიშვილი ამ უმრავლესობაზე დგას პარლამენტში, ბუნებრივია პარლამენტი ირჩევს მთავრობას. პარტიაში ავტორიტეტი არავის ეყო იმისთვის, რომ ვინმეს პარტიაში სიტუაცია დაელაგებინა.

როდესაც მოხდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება და ნინია კაკაბაძის არჩევა საზმაუს ბორდში "პალეოქოცებისგან" მუდმივად გვესმოდა, რომ აი სერგი კაპანაძე და ბოკერია გვმართავს. თითქოს "ევროპული საქართველო" ახვევს თავს "ქართულ ოცნებას" და ამის დასალაგებლად მოდის ბიძინა ივანიშვილი. მე ასე ვხედავ", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი: წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი

გიორგი კვირიკაშვილი: წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი

11 საათის წინ

"წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი, ეს მინდა ვთქვა, მეტ კომენტარს არ გავაკეთბ",- განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერმა ჟურნალისტების მიერ  დასმული სხვა   შეკითხვები უპასუხოდ დატოვა. "რუსთავი 2"-ის  მარიხუანის კულტივაციის ლეგალიზებაზე...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172