არჩილ ტატუნაშვილის მამა: რატომ დამიმალეს ჩემს შვილს შინაგანი ორგანოები რომ არ ჰქონდა?!

არჩილ ტატუნაშვილის მამა: რატომ დამიმალეს ჩემს შვილს შინაგანი ორგანოები რომ არ ჰქონდა?!

ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის მამამ გიორგი ტატუნაშვილმა "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურომ 25 დღის განმავლობაში არ გააჟღერა თუ ჩემს შვილს შინაგანი ორგანოები არ ჰქონდა. სხვა რა უნდა იფიქროს ადამიანმა. თუ შეგნებულად არ დამალეს ეს. მე რატომ უნდა შემეტყო მედიის საშუალებით, რომ შინაგანი ორგანოები არ ჰქონდა. ეს გავიგეთ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებისგან. არ ვიცი, რატომ არ გვაცნობეს. პროკურატურამაც მაშინ გაიგო რომ შინაგანი ორგანოები არ ჰქონდა. პროკურატურასაც დაუმალეს. რატომ მალავენ საინტერესოა. 

ეგენი გონს მოეგნონ, თუ საჭირო გახდა გვამის ექსგუმაცია ერთხელ კი არა ათჯერ... დამოუკიდებელ ექსპერტს მოვითხოვ და დავადგენ სიმართლეს! დადონ შუალედური დასკვნა, რომ საზოგადოებამ გაიგოს როგორ იყო ჩემი შვილი ნაწამები და ნატანჯი. ვის და რას აფარებენ თავს?!" - განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ.

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

2 საათის წინ

"თბილისის ყველა კლუბის კარი ღიაა. 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული BASSIANI-ის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ელექტრონული...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054