მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთვარობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"გუშინ იყო 9 მაისი, გამარჯვების დღე და გვქონდა შეხვედრა ჩვენი ომის ვეტერანებთან. ძალიან ამაღელვებელი და ემოციურად დატვირთული დღე იყო. ესენი არიან ღვაწლმოსილი გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურეს ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. ისინი განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ და არიან განსაკუთრებული ადამიანები.

კვე ძალიან ხანდაზმულები მაგრამ ძალიან მეომრული შემართებით. მთელი დღე გავატარე მათთან. მთავრობის სხდომამდე მქონდა თათბირი მთავრობის რამდენიმე წევრთან, ძირითადად ეკონომიკურ ბლოკთან. მინდა გამოვაცხადო ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის მადლიერებას გამოხატავს ამ ადამიანების მიმართ. მინდა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გაუორმაგოთ პენსია. სამწუხაროდ ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ჩვენ გვმართებს, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ვაჩვენოთ ჩვენი სახელმწიფოსი და ეს იქნება მცირედი გამოხატულება მათდამი მადლიერების. კიდევ ერთხელ მინდა მათ ეს დღე მივულოცო", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცქიტიშვილი კახიძეს: ეს იყო არა კომისიის წევრის გამოსვლა, არამედ არშემდგარი პროკურორის საბრალდებო სიტყვა

ცქიტიშვილი კახიძეს: ეს იყო არა კომისიის წევრის გამოსვლა, არამედ არშემდგარი პროკურორის საბრალდებო სიტყვა

20 წუთის წინ

მისი თქმით, ამ პარლამენტის მუშაობის პერიოდში ეს იქნება ერთ-ერთი სამაგალითო შემთხვევა, როდესაც ამ ფაქტის შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ.  "ეს იყო შესაძლებლობა, კიდევ ვიტყვი და ამ შემთხვევაში ჩვენი ოპოზიციის გასაგონად, იყო შესაძლებელი...

USD 2.6193
EUR 3.0693
GBP 3.4651
TRY 0.4172