თბილისში თვითმფრინავის ნაწილების ქარხნა ATC გაიხსნა

თბილისში თვითმფრინავის ნაწილების ქარხნა ATC გაიხსნა

"ჩვენ წელს ვზეიმობთ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს, თანამედროვე საქართველოს 100 წლის იუბილეს. ასევე ისრაელი ზეიმობს თანამედროვე ისრაელის 70 წლის იუბილეს და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი საზეიმო დღე. ჩვენი ორი მოძმე ქვეყნის სიხარული გარეთიანდა ამ ულამაზეს პროექტში და ეს არის საქართველოში ავიაინდუსტრიის დარგის გაცოცხლების დღე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილ ქარხნის გახსნას განაცხდა, რომელსაც ისრაელის სახელმწიფოს ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრი ელი კოენსი და ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცურსი ესწრებოდა. 

"საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში ამ დარგის ლიდერი ხდება.

დღეს საქართველოში იხსნება სამხრეთ კავკასიაში პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანა ATC, რომელიც თვითმფრინავის კომპოზიტურ ნაწილებს გამოუშვებს. ეს გახლავთ საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია „Elbit Systems Cyclone“-ის ერთობლივი პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიცია 93 მილიონი დოლარია.

„ელბიტ სისტემსი“ მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა, რომელიც ისეთ მსოფლიო გიგანტებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა „Boeing“-ი, „Bombardier“-ი და „Airbus“-ი და ა.შ.

მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობისთვის წარმოებული ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, „Elbit Systems”-ის მიერ სწორედ საქართველო შეირჩა და ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებას.

და ნამდვილად საამაყოა ის ფაქტორები, რომლებმაც ეს არჩევანი განაპირობა. ეს არის - ამ დარგში უკვე არსებული გამოცდილება, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, წარმოების განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები, ასევე, ევროკავშირთან, რეგიონის ყველა ქვეყანასთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები და, რა თქმა უნდა - ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა.

აღსანიშნავია, რომ ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. სრული წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ , რაც 5 წელი გახლავთ, საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქციის პოტენციური მყიდველები იქნებიან მსოფლიო საავიაციო ბაზრის წამყვანი კომპანიები და საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ფასით, ისე - ხარისხით.

საწარმოში შეიქმნა 300 ახალი სამუშაო ადგილი და დასაქმებული თანამშრომლების 90 პროცენტზე მეტი ადგილობრივი სპეციალისტი იქნება. ქვეყანას ეყოლება მაღალი კვალიფიკაციის, მაღალტექნოლოგიური საწარმოო პროცესის უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტები.

მათ უკვე გაიარეს გადამზადების პროგრამა ისრაელში და აღსანიშნავია, რომ ისრაელის წამყვანმა სპეციალისტებმა მათ პროფესიონალიზმს ძალიან მაღალი შეფასება მისცეს.

ეს არის საქართველოსა და ისრაელს შორის განხორციელებული ყვეელაზე მსხვილი ერთობლივი ინდუსტრული პროექტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მაგრამ, ეს არის მხოლოდ პირველი მერცხალი. დამერწმუნეთ, ამ პროექტის შემდეგ იქნება არაერთი ერთობლივი ინდუსტრიული პროექტი. ისრაელი არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, მსოფლიოში ყველაზე წამყვანი ტექნოლოგიები მიაწოდოს საქართველოს.

ჩვენ მივესალმებით ისრაელის ყველაზემსხვილ ინვესტიციას საქართველოში.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს საპარტნიორო ფონდს, მის ხელმძღვანელ დავით საგანელიძეს, მის გუნდს, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის სამინისტროებს, ასევე დავითის წინამორბედს ირაკლი კოვზანაძეს, რომლის დროსაც მოეწერა ხელი და დაიწყო ეს პროექტი; კომპანია „Elbit Systems Cyclone“-ს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისთვის და მინდა წარმატებები გისურვოთ! გილოცავთ დღევანდელ ძალიან მნიშვნელოვან დღეს", - განაცხადა პრემიერმა.

თბილისის ტექნოპარკში "სტარტაპ კვირეული" გაიხსნა

თბილისის ტექნოპარკში "სტარტაპ კვირეული" გაიხსნა

22 საათის წინ

"სტარტაპ კვირეული" პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის  გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმართება. კვირეულის მიზანია საქართველოში...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054