ავთანდილ ჭრიკიშვილი: ყრილობაზე ჩვენი პრობლემების მოსმენა არავინ ისურვა

ავთანდილ ჭრიკიშვილი: ყრილობაზე ჩვენი პრობლემების მოსმენა არავინ ისურვა

ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის დატოვების შემდეგ, ეროვნული ნაკრების წევრის, ავთანდილ ჭრიკიშვილის განცხადებით, ყრილობაზე მათი პრობლემების მოსმენა არავინ ისურვა.  

"დავით ქევხიშვილს გრძელი სია აქვს მოტანილი, თუ რა გაუკეთებია და ამაზე ლაპარაკობს. ჩვენ პრობლემატურ საკითხებზე პასუხი არ მიგვიღია. სია ჰქონდა მოტანილო და ამაზე ლაპარაკობდა. ჩვენი მოსმენა კი არავინ ისურვა", - განაცხადა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

ავთანდილ ჭრიკიშვილის თქმით, უყვირეს კიდეც, რის შემდეგაც ნაკრების წევრებმა სხდომა დატოვეს.

შეგახსებთ, დავით ქევხიშვილის გადაწყვეტილებით რიგგარეშე ყრილობა ჟურნალისტებისთვის დახურულია.

ცნობისთვის, დღეს მიმდინარე ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე ნაკრების წევრებიდან მხოლოდ 4 სპორტსმენი შეუშვეს

პარლამენტთან ძიუდოისტთა აქცია იწყება

პარლამენტთან ძიუდოისტთა აქცია იწყება

12 წუთის წინ

უკვე 25-ე დღეა, რაც ეროვნული ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. პარლამენტის შენობასთან, გარდა ძიუდოისტებისა, მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237